კატეგორია: ეკონომიკა

ქართულმა ვისკიმ ლონდონის კონკურსში ვერცხლის მედლები მოიპოვა

ქართულმა ვისკიმ ლონდონის კონკურსში ვერცხლის მედლები მოიპოვა

ქართულმა ვისკიმ JIMSHER საერთაშორისო კონკურსში The World Whiskey Masters ვერცხლის მედლები მოიპოვა. ღონისძიება ლონდონში ჩატარდა. ქართული ვისკის კომპანიის ინფორმაციით, JIMSHER ვერცხლის მედლები სხვადასხვა კატეგორიაში აიღო. საუბარია ორ მიმართულებაზე, რომლებშიც ქართულმა ვისკიმ მედლები მოიპოვა ესენია: შერეული სტანდარტული ვისკი და შერეული პრემუმ ვისკი. “ადვილად დასალევი ვისკი ხილით”,- წერს ქართულ ვისკიზე გამოცემა The Spirits Business. საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად […]

გიორგი ჩოგოვაძეს ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი შეცვლის? – რა ხდება ტურიზმის ადმინისტრაციაში

გიორგი ჩოგოვაძეს ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი შეცვლის? - რა ხდება ტურიზმის ადმინისტრაციაში

“საქმის კურსის” ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი ინიშნება. პოლსენი გიორგი ჩოგოვაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა. ჩოგოვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ჯერჯერობით არც ტურიზმის ადმინისტრაციაში და არც ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ. ჟან ფრედერიკ პოლსენი “შატო მუხრანის” ერთ-ერთი მთავარი აქციონერია. ის ასევე ფლობს კომპანია „ველინგტონს“, რომელიც ჩიფსს – “ფრიქსი” აწარმოებს. პოლსენი […]

“ბაგები სითი ჯგუფის” გაკოტრების პროცესი დაიწყო

"ბაგები სითი ჯგუფის" გაკოტრების პროცესი დაიწყო

დეველოპერული კომპანია შპს “ბაგები სითი ჯგუფის” გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიაში გაკოტრების საქმის მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. განჩინებაში აღნიშნულია, რომ შპს “ბაგები სითი ჯგუფის” მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს “ბაგები სითი ჯგუფის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. – 2017 წლის 31 ივლისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე შპს “ბაგები სითი ჯგუფის” კრედიტორის შპს […]

კურორტ “ბიოლის” განვითარებისთვის $14 მილიონზე მეტი დაიხარჯა

კურორტ "ბიოლის" განვითარებისთვის $14 მილიონზე მეტი დაიხარჯა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი” დაათვალიერა და ახალი საკონფერენციო დარბაზი გახსნა. პრემიერმა კურორტის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელს, თამაზ მჭედლიძეს ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა. “თამაზ მჭედლიძე არის ადამიანი, რომელმაც დღეს საქართველოში ნულიდან შექმნა ეს საოცრება- შექმნა განსხვავებული რამ, რაც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. მინდა ხაზგასმით […]

ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება

ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება

ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი Supra იხსნება. გამოცემა washingtonian.com წერს, რომ ქართული ღვინო უკვე დიდი ხანია ამერიკელებში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა აქამდე ვაშინგტონში ქართული რესტორანი არ ფუნქციონირებდა და ქართული კერძების ნაწილის დაგემოვნება მხოლოდ რამდენიმე საკვებ პუნქტში იყო შესაძლებელი. რესტორანის მფლობელი ჯონათან ნელმსი წარმოშობით ქართველი არაა, თუმცა ის კარგად იცნობს საქართველოს და ქართულ სამზარეულოს. მან პირველი ქართველი მეგობარი […]

1 სექტემბრიდან საქართველოში ლატარიას რუსეთის მოქალაქე კობა ღურწკაიას კომპანია ჩაატარებს

1 სექტემბრიდან საქართველოში ლატარიას რუსეთის მოქალაქე კობა ღურწკაიას კომპანია ჩაატარებს

1 სექტემბრიდაან საქართველოში ლატარიას შპს „ჯი ენ ელ“ ჩაატარებს. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ფინანსთა სამინისტრომ ჩაატარა. „ბიზნესპრესნიუსისთვის“ უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა – გამარჯვებულმა კომპანიამ მიიღო. ლატარიის ჩატარების უფლებამოსილება ამ დრომდე „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ აქვს, რომელიც საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან წყვეტს. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 9 აგვისტოს შემდეგ […]

ირაკლი კოვზანაძე: “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ჩემი 10 წლის ოცნება იყო”

ირაკლი კოვზანაძე: "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ჩემი 10 წლის ოცნება იყო"

– ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ინვესტიციები. არა მხოლოდ გარე ინვესტიციები, არამედ შიდა ინვესტიციებიც გვჭირდება, – განაცხადა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 3,7%-ით გაიზარდა, ხოლო რაც შეეხება შიდა ინვესტიციებს, – 1,5 მილიარდი ლარით გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. – I კვარტალში 403 მილიონი იყო უცხოური ინვესტიციები, რაც თითქმის 3.7%-ით […]

ბათუმის ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა შემცირდა, ფოთის პორტში გაიზარდა

ბათუმის ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა შემცირდა, ფოთის პორტში გაიზარდა

2017 წლის პირველ 6 თვეში, საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 18,1 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია. საზღვაო ნავსადურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებულმა ტვირთებმა წლის პირველ ნახევარში 8,3 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 0,1 მლნ ტონით ჩამორჩება. გაიზარდა საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების […]

,,საქართველოს ლატარიის კომპანიას” „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაანაცვლებს

,,საქართველოს ლატარიის კომპანიას” „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაანაცვლებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” გამოვლინდა. ამის შესახებ ,,ნიუპოსტს“ ფინანასთა სამინისტროდან აცნობეს. აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში. დღეს ,,საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ ლოტოს […]

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება

„საქართველოს ლატარიის კომპანია“ იხურება. ”ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, „ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება. „საქართველოს ლატარიის კომპანია,“ ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს. – ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, – აღნიშნულია კომპანიის […]