მეტროსადგური “უნივერსიტეტი” სატესტო რეჟიმში მუშაობს

მეტროსადგური "უნივერსიტეტი" სატესტო რეჟიმში მუშაობსთბილისის რიგით 23-ე მეტროსადგური “უნივერსიტეტი” სატესტო რეჟიმში მუშაობს.“საქმის კურსს” მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რომ ახალ სადგურში სატესტო რეჟიმი ივლისის ბოლოდან დაიწყო და სექტემბრის დასაწყისამდე გასტანს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ პროცესს ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტები აკვირდებიან. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ჯერჯერობით არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა და თუ პროცესი გეგმის მიხედვით წავიდა, ახალი მეტროსადგური 15 სექტემბერს გაიხსნება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 83.000.670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წელი დაკონსერვებული იყო.
– ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220.000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” ამუშავება, დღეში 15.000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს,- აცხადებენ მუნციპალური განვითარების ფონდში.
ბიზნესმედია