გიორგი ჩოგოვაძე არ გადამდგარა – ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გიორგი ჩოგოვაძე არ გადამდგარა - ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებსეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის, თანამდებობიდამ გათავისუფლებას არ ადასტურებს.

აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

– ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მითუმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემ – ფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება – ამ ფესტივალს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ არის.

დაუშვებელია მიზანმიმართულად გავრცელებული, არასწორი ინფორმაციებით ჩრდილი მიადგეს იმ მიღწევებს, რომელიც აქვს ქვეყანას, – ნათქვამია განცხადებაში.