კრიპტოვალუტის, ბიტკოინ ქეშის კურსი, რომელიც ბიტკოინის გაყოფის შედეგად წარმოიქმნა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ ცოტა 60%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ვებგვერდი Coinmarketcap-ი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტის მთლიანი კპიტალიზაცია 63,65%-ით – 10,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბიტკოინ ქეშის ერთი მონეტის ღირებულებამ 635 დოლარი და 38 ცენტი შეადგინა.
მიმოქცევაში ბიტკოინის 16,51 მილიონი მონეტის წინააღმდეგ ბიტკოინ ქეშის 16,49 მილიონი მონეტაა.
ბიტკოინის კაპიტალიზაცია 24 საათის განმავლობაში 5%-ით – 67,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
იმედინიუსი

