საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მოგება 45%-ით გაიზარდა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მოგება 45%-ით გაიზარდასაქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა წლის პირველ ნახევარში 371 მლნ ლარის შემოსავალი და 24,3 მლნ ლარის მოგება მიიღო. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯგუფის მოგება 44,9%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი 112%-ით.
მოგებიდან 11 მლნ ლარი წლის მეორე კვარტალზე მოდიოდა, ხოლო შემოსავლებიდან კი – 186 მლნ ლარი.
GHG 35 ჰოსპიტალს და 247 აფთიაქს აერთიანებს. 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის სადაზღვევო სერვისით 135 000 ადამიანი სარგებლობს. წლის პირველ 6 თვეში, ჯგუფის შემოსავლების 34% ჯანდაცვის ბიზნესზე, 59% ფარმაცევტულ ბიზნესზე, ხოლო 7% კი სადაზღვევო ბიზნესზე მოდიოდა.
ბიზნესმედია