კატეგორია: ეკონომიკა

ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (982.487 ვიზიტორი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 28,5%-ით გაიზარდა. ივლისში საქართველოს 519 349 ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 32,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ტურიზმის ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა და 3 978 657 შეადგინა. ტურისტების რაოდენობა იანვარ-ივლისში […]

ივნისში ბოსტნეულსა და ხილზე ფასებმა მოიმატა

ივნისში ბოსტნეულსა და ხილზე ფასებმა მოიმატა

– წინა წლის ივნისთან შედარებით, 2017 წლის ივნისში ბოსტნეულსა და ხილზე საერთო ჯამში ფასებმა საგრძნობლად იმატა, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ივნისის „თვის მიმოხილვაში“. მიმოხილვის თანახმად, 2017 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4 პროცენტით დაიკლო. როგორც „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული, […]

ივნისში ლარში გაცემული სესხები 285.8 მილიონით გაიზარდა

ივნისში ლარში გაცემული სესხები 285.8 მილიონით გაიზარდა

ეროვნული ბანკი გასული თვის მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ივნისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 16.9 მილიონი ლარით, 440.0 მილიონ ლარამდე შემცირდა. ვადაგადაცილებული სესხების 42% ეროვნულ ვალუტაშია გაცემული. დოლარიზაციის მაჩვენებელი 1%-ით არის შემცირებული. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 3.8%-ით, 285.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.91 მილიარდი ლარი შეადგინა. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 0.3 %-ით, 14.0 მილიონი დოლარით გაიზარდა […]

“ჯორჯიან მანგანეზის” დროებითმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა “ფუდსერვისს” სასამართლოში უჩივლა

“ჯორჯიან მანგანეზის” დროებითმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა “ფუდსერვისს” სასამართლოში უჩივლა

კომპანია „ფუდსერვისი“ სკანდალში ეხვევა. უვარგისი და ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები პროდუქტების გამო, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი იძულებული გახდა, „ფუდსერვისთან“ სამწლიანი ხელშეკრულება გაეუქმებინა. ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც „ჯორჯია მანგანეზში“ დაახლოებით სამი თვის წინ დროებით მმართველად დაინიშნა, კომპანიის თანამშრომლების კვების ხარისხით დაინტერესდა და არსებული დარღვევები სწორედ მან გამოავლინა. ხელშეკრულება კომპანია „ფუდსერვისსა“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან 3 წლის წინ გაფორმდა. […]

რომელ დღეებში აღარ გაგეთიშებათ დენი, წყალი და გაზი დავალიანების გადაუხდელობის მიუხედავად

რომელ დღეებში აღარ გაგეთიშებათ დენი, წყალი და გაზი დავალიანების გადაუხდელობის მიუხედავად

დღეს ამოქმედდა სემეკის დადგენილება, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო, კომპანიები მომხმარებელს საღამოს, შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და უქმე დღეების წინა დღეებში დენს, გაზსა და წყალს ვეღარ გაუთიშავენ. სემეკმა აღნიშნული დადგენილება 2017 წლის 21 ივლისს გამოსცა. გარდა ამისა, დადგენილებებში მითითებულია, რომ დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომარაგების აღდგენა, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის […]

ტყვიის გადამეტებული ოდენობა ადგილობრივი საქონლის ხორცში აღმოჩნდა

ტყვიის გადამეტებული ოდენობა ადგილობრივი საქონლის ხორცში აღმოჩნდა

სურსათის ტყვიის შემცველობაზე შემოწმების შედეგები Momxmarebeli.ge- სურსათის ტყვიის შემცველობაზე შემოწმების შედეგებს აქვეყნებს. „ვინაიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) საკმარისად არ გაავრცელა სუნელებისა და სხვა პროდუქტების ტყვიის შემცველობაზე შემოწმების დეტალური შედეგები, ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სეს-იდან და ვაქვეყნებთ. იხილეთ სეს-ის მიერ 2015-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე შემოწმებული იმ დასახელების სუნელების სია, რომლებიც ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გაფრთხილებაში იყო შეტანილი“, – […]

თორნიკე აბულაძე: “ძველ თბილისში ეკონომიკა უნდა შევუშვათ”

თორნიკე აბულაძე: "ძველ თბილისში ეკონომიკა უნდა შევუშვათ"

სამშენებლო კომპანია “არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე მიიჩნევს, რომ ავარიული სახლების პრობლემა დედაქალაქის გარეუბნებში უფრო მწვავედ დგას, ვიდრე ძველ თბილისში. ამის შესახებ აბულაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა. – ბევრად უფრო დიდი პრობლემაა ის თექვსმეტსართულიანი ავარიული სახლები, რომლებიც თუნდაც ვარკეთილსა და ვაზისუბანშია. იმის გამო, რომ ეს ფუნდამენტურად მაღალი სახლებია, მათი ჩამოშლა ძალიან მასობრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს, – […]

ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკში ლადო გურგენიძეს შეცვლის

ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკში ლადო გურგენიძეს შეცვლის

ლიბერთი ბანკის საგანგებო საერთო კრება 14 აგვისტოს ჩაინიშნა. კრებაზე სამეთვალყურეო საჭოში ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საბჭოს ირაკლი რუხაძე უერთდება.  საბჭოს უერთდებიან ირაკლი კალანდარიშვილი და დავით შონიაც. ამასთან კრებაზე განიხილება ლადო გურგენიძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც. კრებაზე უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს მალიკ იშმურატოვს და/ან ალექსი ხოროშვილს და/ან დავით მელიქიძეს, გაუგზავნონ ვლადიმერ გურგენიძეს 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული მოქმედი […]

შემოსავლების სამსახური – “ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა 2017 წლიდან, არის ტყუილი”

შემოსავლების სამსახური - "ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა 2017 წლიდან, არის ტყუილი"

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო 2017 წლიდან გახდა, არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. „2012 წლიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ  მიღებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის სტატუსის, სახელწოდების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრისა და საგადასახადო დავალიანების შესახებ არის საჯარო. შესაბამისი ცვლილებები ”საგადასახადო კოდექსში” განხორციელდა 2012 წლის 25 […]

პეკინზე ველობილიკები და ავტობუსების სპეციალური ხაზი გაკეთდება

პეკინზე ველობილიკები და ავტობუსების სპეციალური ხაზი გაკეთდება

პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა. იქ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაო დასრულდა, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყო. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თვის ბოლომდე ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება, მოძრაობა გადაერთვება მარცხენა მხარეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე მონაკვეთზე დაიწყება. თბილისის მერის თქმით, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პეკინის […]