,,საქართველოს ლატარიის კომპანიას” „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაანაცვლებს

,,საქართველოს ლატარიის კომპანიას” „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაანაცვლებსსაქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” გამოვლინდა.

ამის შესახებ ,,ნიუპოსტს“ ფინანასთა სამინისტროდან აცნობეს.

აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში.

დღეს ,,საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს. „ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი,”-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიუპოსტი