“ბაგები სითი ჯგუფის” გაკოტრების პროცესი დაიწყო

"ბაგები სითი ჯგუფის" გაკოტრების პროცესი დაიწყოდეველოპერული კომპანია შპს “ბაგები სითი ჯგუფის” გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიაში გაკოტრების საქმის მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ შპს “ბაგები სითი ჯგუფის” მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს “ბაგები სითი ჯგუფის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
– 2017 წლის 31 ივლისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე შპს “ბაგები სითი ჯგუფის” კრედიტორის შპს “linaeus Capitali B.V.” -ს წარმომადგენლის ნათია ლაპიაშვილის მიერ გაკოტრების მმართველად დასახელდა ნანა ამისულაშვილი, თავის მხრივ, კრებაზე გამოცხადებულმა ნანა ამისულაშვილმაც თანხმობა გამოთქვა შპს “ბაგები სითი ჯგუფის” გაკოტრების მმართველად დანიშვნის შესახებ,- ნათქვამია განჩინებაში.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 31 ივლისს მიიღო.
ბიზნესმედია