ქართულმა ვისკიმ ლონდონის კონკურსში ვერცხლის მედლები მოიპოვა

ქართულმა ვისკიმ ლონდონის კონკურსში ვერცხლის მედლები მოიპოვაქართულმა ვისკიმ JIMSHER საერთაშორისო კონკურსში The World Whiskey Masters ვერცხლის მედლები მოიპოვა. ღონისძიება ლონდონში ჩატარდა.
ქართული ვისკის კომპანიის ინფორმაციით, JIMSHER ვერცხლის მედლები სხვადასხვა კატეგორიაში აიღო. საუბარია ორ მიმართულებაზე, რომლებშიც ქართულმა ვისკიმ მედლები მოიპოვა ესენია: შერეული სტანდარტული ვისკი და შერეული პრემუმ ვისკი.
“ადვილად დასალევი ვისკი ხილით”,- წერს ქართულ ვისკიზე გამოცემა The Spirits Business.
საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და კომპანიები იღებენ მონაწილეობას.
ბიზნესმედია