– ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ინვესტიციები. არა მხოლოდ გარე ინვესტიციები, არამედ შიდა ინვესტიციებიც გვჭირდება, – განაცხადა „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციები 3,7%-ით გაიზარდა, ხოლო რაც შეეხება შიდა ინვესტიციებს, – 1,5 მილიარდი ლარით გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
– I კვარტალში 403 მილიონი იყო უცხოური ინვესტიციები, რაც თითქმის 3.7%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან. თუმცა, როდესაც ჩვენ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დავამტკიცეთ, ბიუჯეტის ციფრებიდან გამომდინარე, წელს სახელმწიფო 1 მილიარდ 111 მილიონი ლარით მეტს ხარჯავს, ვიდრე შარშან დახარჯა. შიდა ინვესტიციების თვალსაზრისით კი დაახლოებით მილიარდ ნახევრით მეტია ბიუჯეტში გათვალისწინებული ბიზნესის წახალისებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ა.შ.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ჩვენ ე.წ. ესტონური მოდელის განხორციელება დავიწყეთ, რამაც გამოიწვია ის, რომ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში 120 მილიონზე მეტი ბიზნესს დარჩა, რომელსაც ჭკვიანი კორპორაციის ხელმძღვანელი თავისი ბიზნესის გასავითარებლად მიმართავს. შიდა ინვესტიციების მიმართულებით მაქსიმალურად ვცდილობთ, ბიზნესი კარგად განვითარდეს.
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის რეფორმა პრაქტიკულად დაწყებულია და მომავალი წლის ბოლომდე გაკეთდება. დეპოზიტების დაზღვევა ჩემი 10 წლის ოცნება იყო და იგი წელს საკმაოდ სწრაფად მივიღეთ და 2018 წლის 1 იანვრიდან ეს სისტემა ამოქმედდება. ეს უმნიშვნელოვანესი მოდელი საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობითაა დამტკიცებული, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ბიზნესმედია