კატეგორია: ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მატარებლის მისაღებად მზადაა

საქართველოს რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში მატარებლის მისაღებად მზადაა. რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პროექტის სრულად ექსპლუატაციაში შესასვლელად თურქულ მხარეს ელოდებიან. – ქართული მხარე მზადაა და იმედი გვაქვს ჩვენი თურქი კოლეგები მოკლე დროში დაასრულებენ სამუშაოს. საქართველოს მონაკვეთი მზადაა, რომ მატარებელი მიიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქული მონაკვეთიც დროულად დამთავრდეს. ჩვენი კოლეგები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში […]

დავით საგანელიძე საქართველოს სინგაპურიზაციის მომხრეა

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ინფორმაციით, საქართველოში ქსელური სასტუმროების აშენებით სინგაპურული კომპანიები დაინტერესდნენ. როგორც დავით საგანელიძემ პრესკონფერენციაზე სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, ის Hyland Holdings Pte Ltd და Shenzhen Futao Sheng Industry Co. Ltd-ის წარმომადგენლებს შეხვდა. – მათ უნდათ საქართველოში სასტუმროების აშენება. მაჩვენეს რენდერების სახით, როგორი ტიპის სასტუმროების აშენება სურთ – ეს სასტუმროები უნდა იყო ქართულ […]

„ეროვნული ბანკი ყველაზე კარჩაკეტილი სისტემაა“

– დღეს ეროვნულ ბანკს საზოგადოებაში იმდენად დაბალი რეპუტაცია აქვს, რომ მან, პირველ რიგში, საკუთარი და საბანკო სექტორის რეპუტაციის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ მათ იმიჯსა და რეპუტაციაზეა დამოკიდებული მთლიანად ქვეყნის საფინანსო სისტემის ბედი, წარმატება. ჩვენ რომ ვნახოთ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების შედეგები, ეს პირიქით გვაფიქრებინებს, რომ ეროვნული ბანკი […]

4 თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 295 მილიონი შეადგინა

იანვარ-აპრილში კომერციულმა ბანკებმა 295 მილიონ ლარზე მეტის წმინდა მოგება მიიღეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 180,460 მლნ ლარი იყო. ინფორმაციას Bm აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 1,4 მლრდ ლარი შეადგინა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე არ გაიყიდება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა გაიმართა. დეპუტატებმა მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საარჩევნო სისტემაზე ისაუბრეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე არ გაიყიდება. მმართველი გუნდის შეთანხმებული პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება კი, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. ორსაათიანი შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. მთავრობის […]

“ჯორჯიან მანგანეზი” პარალიზებულია – კომპანია სპეციალური მმართველის წინააღმდეგ

“ჯორჯიან მანგანეზში” შეყვანილი სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, “ჯორჯიან მანგანეზი” პარალიზებულია. კომპანიაში განმარტავენ, რომ 11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ჯორჯიან მანგანეზში“ მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც. – სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვნად ფუნქციონირებას. ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, […]

სილქნეტი”იმედის”, “რუსთავი 2”-ს და “მაესტროს” წინააღმდეგ

კომპანია სილქნეტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: – სილქნეტის სურვილია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ტელევიზიებით გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. ჩვენთვის გაუგებარია „იმედის“, „რუსთავი 2“-ს და „მაესტროს“ მოთხოვნები. „რუსთავი 2“-მა განმარტა. რომ ისინი ითხოვენ საფასურს „გადახვევა-დაპაუზების“ შესაძლებლობის მქონე საკაბელოებისგან, ანუ „სილქნეტისა“ და „მაგთიკომისგან“. ტელეიმედის მიერ მოხდა სრულიად განსხვავებული მოთხოვნის დაყენება არხების ტრანზიტის შესახებ, რაც ეხება საქართველოში მოქმედ ყველა […]

პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა

85-ხმით, ერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა. დეპუტატებმა საკანონმდებლო პაკეტი გუშინ მესამე მოსმენით განიხილეს და გუშინვე უყარეს კენჭი. 2018 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების – პიქტოგრამების დატანა ხდება სავალდებულო. 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება […]

საქართველოდან ასეულობით მილიონი ოფშორებში გაედინება

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული სიტუაცია არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. როგორც მობილური ოპერატორების, ასევე ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მუდმივად მაღალი ტარიფებით ოპერირებას მრავალჯერ მოჰყოლია კრიტიკა საზოგადოების მხრიდან. ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე კომპანია “ბილაინის” გამოჩენამდე, ტარიფები მუდმივად უცვლელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო, “ჯეოსელის” და “მაგთის” მფლობელები შეთანხმებულად, მაღალი მოგების მიზნით აგრძელებდნენ საზოგადოების ჯიბიდან […]

მერიის მიერ შეძენილი ყველა ახალი ავტობუსი თბილისში ივნისიდან გამოჩნდება

მერიის მიერ შესყიდული MAN-ის ახალი 143-ვე ავტობუსი თბილისში ივნისში გამოჩნდება. “საქმის კურსს” მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, რომ ამჟამად თბილისში 45 ერთეული ლურჯი ავტობუსი მოძრაობს, დაახლოებით თვე-ნახევარში კი ყველა მათგანი ხაზზე გამოვა. ახალი ავტობუსები, რომლებიც ივნისში დაიწყებენ მოძრაობას, ივლიან შემდეგ მარშრუტებზე: 14, 21, 24, 33, 88, 140, 150 ნომერ ავტობუსებზე. ამჟამად კი ავტობუსები მოძრაობენ 5 ხაზზე: […]