სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე არ გაიყიდება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე არ გაიყიდება“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა გაიმართა. დეპუტატებმა მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საარჩევნო სისტემაზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე არ გაიყიდება. მმართველი გუნდის შეთანხმებული პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება კი, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

ორსაათიანი შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიწის უცხოელებზე გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს.