“ჯორჯიან მანგანეზში” შეყვანილი სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, “ჯორჯიან მანგანეზი” პარალიზებულია.
კომპანიაში განმარტავენ, რომ 11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ჯორჯიან მანგანეზში“ მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც.
– სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვნად ფუნქციონირებას.
ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, ამერიკული კომპანიის ჯი-ეი-ეი-ს ქართული აქტივების მმართველი კომპანიის “ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის” წარმომადგენელი ესაუბრა შ.პ.ს. “ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელს და შესთავაზა დახმარება სავარაუდო პრობლემის აღმოფხვრაში. სამწუხაროდ, შ.პ.ს. “ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა დახმარებაზე.
“ჯი-ეი-ეი მენეჯმენტი” საჯაროდ გამოვხატავს მზადყოფნას ჩაერთოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში რათა თავიდან ავიცილოთ საწარმოების სრული პარალიზება, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
bm.ge

