მერიის მიერ შეძენილი ყველა ახალი ავტობუსი თბილისში ივნისიდან გამოჩნდება

მერიის მიერ შეძენილი ყველა ახალი ავტობუსი თბილისში ივნისიდან გამოჩნდებამერიის მიერ შესყიდული MAN-ის ახალი 143-ვე ავტობუსი თბილისში ივნისში გამოჩნდება.

“საქმის კურსს” მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, რომ ამჟამად თბილისში 45 ერთეული ლურჯი ავტობუსი მოძრაობს, დაახლოებით თვე-ნახევარში კი ყველა მათგანი ხაზზე გამოვა.
ახალი ავტობუსები, რომლებიც ივნისში დაიწყებენ მოძრაობას, ივლიან შემდეგ მარშრუტებზე: 14, 21, 24, 33, 88, 140, 150 ნომერ ავტობუსებზე. ამჟამად კი ავტობუსები მოძრაობენ 5 ხაზზე: 61, 51, 37, 87, 9-ნომრებზე.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე ყველა ავტობუსს მოძრაობა არ დაუწყია, ისაა, რომ ლურჯ ავტობუსებს ერთიანი სადგომი არ აქვთ. მერია ახალი ავტობაზის გახსნას მაისის ბოლოს აპირებს. ახალი ავტოსადგომი, რომლისთვისაც 19 მილიონი ლარი დაიხარჯა, ავტობუსებს სრულ სერვისს შესთავაზებს. ის 377 სატრანსპორტო ერთეულისთვის იქნება გათვლილი.
– აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ავტობუსის სრული ციკლით მომსახურება მოხდეს, იქნება ფარეხები, სერვისცენტრები, სამრეცხაოები, ბენზინ და გაზგასამართი სადგურები, ასევე ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები,- აცხადებენ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში.

bm.ge