პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა85-ხმით, ერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა. დეპუტატებმა საკანონმდებლო პაკეტი გუშინ მესამე მოსმენით განიხილეს და გუშინვე უყარეს კენჭი.
2018 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების – პიქტოგრამების დატანა ხდება სავალდებულო.
2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს), გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა. მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი სიგარ-ბარებში, რომლის გასახსნელად ლიცენზია იქნება საჭირო.
ამას გარდა, 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც იზღუდება.