ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას პერსპექტივებზე საუბრობს: – გახარიას ბევრი ცოდვა, დანაშაული და გადაცდომა აქვს აკიდებული. საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება დასავლურ სტრუქტურებს. ეს ხელისუფლება ორად გაიყო. – ეს ორი ნაწილი ერთმანეთის ოპონენტი არ იქნება? – „რუსული ოცნება“ ორად გაიყო. ორივე რუსეთს წარმოადგენს. გახარია ივანიშვილის კი არა, რუსეთის პროექტია. ივანიშვილიც რუსეთის პროექტია […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“კალაძე ოპოზიციაში გადავა ივანიშვილთან შეთანხმებით” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ კალაძეს ძალიან ბევრი გარღვევა აქვს და მას რომ მერად აღარ გაუშვებენ. – შეიძლება წავიდეს ოპოზიციაში? – რატომ უნდა წავიდეს ოპოზიციაში, იმის იმედით, რომ ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს? მე მეეჭვება, რომ ამის ამბიცია ჰქონდეს, ან შესაძლებლობა. კალაძის უკან ძალიან ბევრი შავი ლაქაა. ისევე, როგორც გახარიასთან მიმართებაში. ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ და […]
თაკო ჩარკვიანი – “ნინო ბურჯანაძე მამაჩემის ნათლული რომაა, ამის გამო რუსეთმა უნდა შემჭამოს?”
თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის აქციებზე არ უნდა გამოჩნდეს: – ეს არის იმ ხალხის მოთხოვნა, ვინც გაანულა რუსული ვექტორი საქართველოში. ოპოზიცია აცოცხლებს მათ და კითხვა ისმის, რატომ? ხომ გვინდა, პროცესი სწორად წავიდეს და არ მიდის სწორად. აგერ ქალბატონ ნინოს ჩემზე უთქვამს, პირადი ინტერესი ამოძრავებსო. – ისიც თქვა, ნათელმირონობა მაკავშირებს და […]
“გახარია კობახიძეების, მდინარაძეების, მათიკაშვილების კარიერას დაასრულებს” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბრობს. – გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ გახარია “ქართული ოცნება 2”-ს შესაქმნელად დააბრუნეს. რას იტყვით? – დიახ, ასეა. გახარიას განცხადება, პირველ რიგში, პოლიტიკური ეპიტაფიაა “ქართული ოცნებისთვის”. სადაც ჯერ არს, იქ მიღებულია გადაწყვეტილება “ოცნების” “გადაგდებაზე” და ახალი პროსახელისუფლო პარტიის შექმნაზე. – ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადება, რომ […]
“გახარია “ოცნებას” ხმებს ვერ წაართმევს, მომხრეები მან ოპოზიციაში უნდა მოძებნოს”
გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კალაძე “ქართული ოცნებიდან” რომ წავიდეს, ამით მაინც ვერ იცვლება პოლიტიკური მოცემულობა. – რატომ? – ოპოზიციურ ელექტორატში უნდა ეძებოს მომხრეები. – “ქართული ოცნებიდან” ვერ წაიყვანს? – ძალიან ცოტას, უმნიშვნელოს. გახარია ქვეყნის პრემიერი, ლეგიტიმაციის გარანტია და სიის პირველი ნომერი იყო. არჩევნებზე მან აიღო გარკვეული ხმები. ეს ფიგურა გავიდა პოლიტიკური ველიდან, […]
“ოცნება” ვადამდელ არჩევნებს წააგებს, ამიტომ მას არ დანიშნავს” – გედი ფოფხაძე
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გედი ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” არაფრის დათმობა არ აწყობს, რადგან მისთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. – პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნები ხელისუფლების დაკარგვაა. “ქართული ოცნება” დათმობაზე ვერ მიდის და თუ წავა, იცის, ხელისუფლებას დაკარგავს. ამიტომ, შეთანხმებას არ ველოდები. კობახიძე, თალაკვაძე ხომ არ არიან უფლებამოსილნი, გადაწყვეტილებები […]
“თუ ხაზარაძე ილაპარაკებს მელიასავით, ხაზარაძეს არავინ აირჩევს, აირჩევენ მელიას” – დავით ზურაბიშვილი
ამალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტს არასდროს ემხრობოდა, მაგრამ, რადგან ის შემდგარი ფაქტია, უკეთესი შედეგის მისაღწევად უნდა იქნას გამოყენებული. – 2008 წლის ბოიკოტთან ხომ არ გიჩნდებათ პარალელები? – მე ეს პარალელები პირველივე დღეს მქონდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არსებითად არასწორია. ეს სწორი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეგიძლია მასობრივი გამოსვლებით […]
“კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა შეუძლია”
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” კახა კალაძის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს. – მუდმივად არის საუბარი, რომ კალაძეს უნდა წასვლა “ოცნებიდან”, მაგრამ კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ და გუნდი არ აძლევს ამის შესაძლებლობას. ასეთი მოსაზრებაც იყო, რომ ბერა მფარველობს და ა. შ. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? – მე ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია “ქართულ […]
“ოცნება” ახალ არჩევნებში 2020-ში აღებული ხმების ნახევარსაც ვეღარ მიიღებს” – გიგა ბუკია
კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობასთან” ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე საუბრობს. – გამოითქმის ვარაუდი, რომ გიორგი გახარიას შეუამხანაგდება კახა კალაძე და ისინი ერთად შექმნიან ახალ პოლიტიკურ ცენტრს. – კალაძე ჯერ “ქართულ ოცნებაშია”. მას არ შევეხები. ჩამოაყალიბებს თუ არა ახალ ძალას გიორგი გახარია? ჩვენთან მსხვილი ძალა ყალიბდება ხელისუფლებისაგან. ნაციონალური მოძრაობა შეიქმნა მოქკავშირისაგან. დღეს ნაციონალური […]
“თურნავას მოხსნიან, მას ბევრი ცოდვა აწევს კისერზე” – ვაჟა ოთარაშვილი
პოეტი ვაჟა ოთარაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ნამახვანჰესის” პროექტზე საუბრობს. – ხელისუფლებამ თურქებთან კაბალური ხელშეკრულება დადო, რომელიც 99 წლით, 576 ჰექტარი მიწის გადაცემას ითვალისწინებს 121 ლარად. ხელშეკრულება აშკარა კორუფციულ ნიშნებს შეიცავს, რომელსაც ხელს აწერენ ყოფილი პრემიერი გახარია, ეკონომიკის მინისტრი თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავითაშვილი. – ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ თურნავა სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა, რასაც ხალხის აღშფოთება […]










