ასლან ბჟანიას ინიციატივამ თბილისთან დამატებითი ფორმატის მრავალდონიანი მოლაპარაკებების თაობაზე, ალიაქოთი და პროტესტიც კი გამოიწვია. ეს ინიციატივა ჩაწერილია “საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში”, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ დასაშვებია პირობების შექმნა “საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებებისათვის, სადაც იმსჯელებენ ორმხრივად საკითხებზე, რომელთა განხილვა ვერ ხერხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე”. კონცეფციის ამ ნაწილს ისეთი ხმაური მოჰყვა, რომ […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“სულ ვამბობ, რომ სააკაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს” – პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ “ოცნებას” სულაც არ აწყობს ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. – რატომ? – იმიტომ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ეტყვიან ხალხს, ვის აპირებთ, რომ ხმა მისცეთ, აი, ამათ? პარლამენტში რომ არ შემოვიდნენ?! ისინი არც საკრებულოში არ შემოვლენ და დაგტოვებენ ისე. ძალიან კარგ პიარსამსახურს უწევს ოპოზიცია ხელისუფლებას. – ამას ოპოზიცია ვერ ხვდება? ზოგჯერ ჩნდება […]
ლაშა ჩხარტიშვილი – “ივანიშვილს ლოკდაუნი პოლიტიკური სიმშვიდისთვის სჭირდება”
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ლოკდაუნი არის ხელისუფლების მარცხის ნიშანი. ლაშა ჩხარტიშვილი: – ვერ მართეს ეპიდემია. რატომ არ შემოაქვთ ვაქცინა?! რატომ ვართ მაჩანჩალა, ღატაკი ქვეყნების რიგში?! ამერიკამ, ისრაელმა, ევროკავშირმა უკვე დაიწყო ვაქცინაცია. ჩვენ რას ველოდებით?! ვაქცინა რომ არ გვაქვს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ხელისუფლებამ ხალხის ხარჯზე აღებული […]
პაატა დავითაია – “ნაციონალურ მოძრაობას ერთპარტიულად სურს ხელისუფლებაში დაბრუნება”
“ახალ თაობასთან” საუბარში პაატა დავითაია ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სურს ერთპარტიულად დაბრუნება ხელისუფლებაში. – საპარლამენტო სიის ფორმირებისასაც ასე ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება? – კი, ასე იყო. მე ყოველთვის ვიყავი მომხრე ფართო გაერთიანების, იმიტომ, რომ ეს არის ხალხის დაკვეთა, ამომრჩევლის მოთხოვნა და არა ბუტაფორიული და ტექნიკური გაერთიანება, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავდა. ამიტომ შედეგიც დადგა ის, რაც […]
ირმა ნადირაშვილი – “ელენე ხოშტარიას წასვლაზე რამდენიმე კვირის წინ ვიცოდი”
ელენე ხოშტარიას “ევროპული საქართველოდან” წასვლაზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი საუბრობს. – რატომ დატოვა “ევროპული საქართველო” ელენე ხოშტარიამ? – ელენეს ჰქონდა პრესკონფერენცია და მან თავისი მოტივაცია ახსნა. – დაპირისპირება ხომ არ იყო გუნდში? – არა. არანაირად. უბრალოდ, ელენემ გადაწყვიტა, რომ გააკეთოს ცალკე პლატფორმა და ამის თაობაზე პარტიაში გვქონდა ინფორმაცია. გარკვეული პერიოდია, ამის […]
თაკო ჩარკვიანი – „ბიზნესი გაგვინადგურეს, გვითხრეს, ყველაფერი აღდგება, ოღონდ პარლამენტში უნდა შეხვიდეო“
თაკო ჩარკვიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მის ოჯახში „ოცნების“ მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირები იყვნენ მისული. – მოლაპარაკებებში თქვენი მეუღლეც იყო ჩართული. მუქარაც ხომ არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენს მეუღლეს აქვს ბიზნესი? – გაგინადგურებენ ბიზნესს და, როდესაც კედელთან მიგიმწყვდევენ, მერე დაგიწყებენ ლაპარაკს. ადამიანები ვერ უძლებენ ამას. ერთი დღე არ მინდა, ცოცხალი ვიყო, თუ ვნახე, რომ […]
“მიშას გარეშე ნაცმოძრაობა “ევროპულ საქართველოდ” გადაიქცევა” – მამუკა გამყრელიძე
მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი ძალიან კარგი მენეჯერია, იცის პარტიის სტრუქტურა, კარგი გადაწყვეტილებების მიღება. – მას პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი მომხრე და მეგობარი ჰყავს. როგორც ჩანს, დაიბრუნა ძველი დიდება და გავლენები, თუმცა მას არ უყვარს ღია მართვა, კულუარული მმართველია. – ახლა რა იქნება, მიშასაც ჩააჩოჩებს? – მიშას ვერ ჩააჩოჩებს. შესაძლოა, აქ თვითონ […]
„ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდანვე არ გაამართლა“ – ლევან ჩაჩუა
„ახალი თაობა“ მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას ესაუბრა. – საქართველოს, ფაქტობრივად, ძველი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს. – ეს სამარცხვინოა. სასაცილოა, რომ გამოგვიცხადეს კენჭისყრის შედეგი და გვითხრეს, მთავრობას ერთსულოვნად (85 მომხრე) დაუჭირეს მხარიო. აბა, საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ წავიდოდნენ! ადგნენ და ჩრდილოკორეულად დაამტკიცეს მთავრობა ძველი სახეებით. – მთავრობის საქმიანობის რომელ მიმართულებას შეაფასებდით დადებითად? – მინდა, […]
გია ხუხაშვილი – „ნიკა მელიას არჩევით ნაციონალურ მოძრაობაში ბელადომანია დასრულდა“
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ნიკა მელიას ნაცმოძრაობის თავმჯდომარედ არჩევაზე საუბრობს. _ ბევრი ელოდა, რომ სააკაშვილის ფავორიტი იქნებოდა ვარშალომიძე, მაგრამ პარტიის მხარდამჭერებმა მელია აირჩიეს. სააკაშვილის პოზიციები პარტიაშიც შესუსტდა? _ მე ასე არ შევხედავდი. დღემდე ნაციონალური მოძრაობაც და „ქართული ოცნებაც“ ერთი კაცის პარტიები იყო. იმდენად პარტია არ იყო, რამდენადაც რელიგიურ წარმონაქმნი, რომელიც ორიენტირებული იყო ბელადზე. მელიას […]
„წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ 2020-ის არჩევნებზე დომხალი ყოფილიყო“ – ხათუნა გოგორიშვილი
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი “ახალ თაობასთან” საუბრობს. _ წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველს უღალატა და ძნელია განასხვავო, მებოიკოტეები არიან თუ საბოტაჟნიკებიო. _ ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ 2020 […]