ხათუნა ხოფერია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილს 2011-2012 წლებში, რესტორანში რომ შედიოდა, უსტვენდნენ და აგინებდნენ. – მაშინაც შეურაცხყოფას აყენებდნენ. კადრებია, აეროპორტში როგორ მიდიან რიგითი მოქალაქეები და როგორ ურტყამენ, როგორ უსტვენენ, როგორ აგინებენ და როგორ ლანძღავენ. ვერ გავიგე, რა გაუკვირდათ? მაინცდამაინც პატიმარმა რომ აგინა ციხის საავადმყოფოში, იმაზე გაგიჟდნენ და გადაირივნენ? შეიძლება მისმა გამომწყვდეულმა პატიმრებმა, რომლებსაც […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“მტერიც კი არ უნდა დაამცირო ასე, არათუ ყოფილი პრეზიდენტი” – კახა კოჟორიძე
იურისტი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პატიმართან ურთიერთობაში ხელისუფლება სახეს კარგავს. – სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ არის პატიმარი, რიგითი მოქალაქე თუ ყოფილი პრეზიდენტი. ადამიანი, მტერიც რომ იყოს, არ უნდა დაამცირო. კიდევ უფრო რთული და მძიმეა იმის გააზრება, რომ გავრცელებული კადრები შემთხვევით კი არ არის მოხვედრილი მედიასივრცეში, არამედ მიზანმიმართულად. – რითი ხსნით […]
“გახარია დღეს შეშინებული ბავშვივით იქცევა” – რამაზ საყვარელიძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ ჩანს გიორგი გახარია. – თუ ასე გააგრძელა, მაშინ მესამე ცენტრისა და ალტერნატივის განცდა კი არა, ხალხს გაუჩნდება აზრი, რომლის მომწიფებასაც ხელს უწყობს ხელისუფლება, რომ გახარიას პარტია ნაციონალური მოძრაობის სატელიტია. მე იმ ადამიანთა რიგს ვეკუთვნი, რომელთათვისაც არაა დამაჯერებელი, რომ გახარია ნაციონალების სატელიტია, მაგრამ მოქმედების […]
“სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდება. – ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ექსტრადირება მოხდება ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. არ გამოვრიცხავ, ახლა დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს კიევსა და თბილისს შორის. ეს უფრო იქნება არასაჯარო კომუნიკაცია, როგორ მოხდეს გადაცემა ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს. რადას დეპუტატები და […]
თაკო ჩარკვიანი – “ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას ანგრევენ”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში თაკი ჩარკვიანი ამბობს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი იმ ადამიანებს ებრძვის, რომლებიც სააკაშვილს გვერდით უდგანან: – ეს მას და მის მეუღლეს დიდი ხანია აღიზიანებთ. – ანტიმიშისტებად ჩამოყალიბდნენ? – ეს კომპლექსები აქვთ, აბა რა. სააკაშვილთან ბრძოლაში 2016 წელს ნაციონალური მოძრაობა გაყვეს, მერე სააკაშვილის ჯიბრით „ძალა ერთობაშიას” ეტაკნენ. მერე 20 ივნისს აქციას დაუგდეს მუხტი. მერე იმ […]
პაატა ზაქარეიშვილი – “სააკაშვილი კიდევ დიდხანს გაძლებს”
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი შიმშილობს სამედიცინო შიმშილობით. – ადამიანები ათასობით დოლარს იხდიან, რათა სამედიცინო შიმშილობით დაამარცხონ რაღაც ავადმყოფობა. სამედიცინო შიმშილობა ნორმალური მოვლენა, როცა ადამიანები 40-დან 60 დღემდე შიმშილობენ ექიმების მეთვალყურეობით. ქართული ჯიგრული გაგებით შიმშილობა არის ის, როცა არაფერს არ ჭამ. სააკაშვილი შიმშილობას მეცნიერული და სამედიცინო მიდგომით მიუდგა. – იუსტიციის სამინისტრომ […]
“პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორღობეში მოჭორავე არ უნდა იყოს” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღემდე ვერ პატიობს მიხეილ სააკაშვილს იმ პერიოდს, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, სააკაშვილი კი – პრეზიდენტი. – სამწუხაროდ, ის ვერ ამაღლდა შურისძიებასა თუ სხვა ქვენაგრძნობებზე. ნამდვილ დიდ პოლიტიკოსს პირველ რიგში დიდსულოვნება უნდა ახასიათებდეს. ქვეყნის პრეზიდენტი, უპირველესად, მიმტევებელი უნდა იყოს. შურისძიების წყურვილი, ბოღმის გულში ჩადება, ძაღლის ნაკბენივით […]
ნიკა შენგელია – „აუცილებელია ნავთობზე აქციზის მოხსნა”
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია ამბობს, რომ 1 თვეში ფასები ისევ გაიზრდება. – მთავრობამ აუცილებლად უნდა მოხსნას აქციზი იმპორტირებულ საწვავზე. ეს ხელს შეუწყობს ფასების დარეგულირებას და არა ფასების კლებას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ 2022 წლის 1 მარტის შემდეგ დავუბრუნდებით ძველ საფასო პოლიტიკას, სამწუხაროდ, ცდება. დაბალი ფასები და იაფი ცხოვრება კარგა ხანი არ […]
ნინო ბურჯანაძე – “ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად ქუჩა დარჩა”
“ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები არ იქნება. – ერთადერთ გამოსავლად ქუჩას მიიჩნევთ? – რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს „ქართული ოცნება“ არ ტოვებს. ორი გზით იცვლება ხელისუფლება – ვადამდელი არჩევნებითა და ქუჩით. ვადამდელი არჩევნები მაინც პრიორიტეტია. თუ ვინმე იტყვის, რომ თუ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ ვადამდელს რა აზრი აქვს, […]
დავით ზურაბიშვილი – “პრეზიდენტის ადგილზე სააკაშვილს შევიწყალებდი”
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ქუჩაში აქციების მეშვეობით ხელისუფლება არ იცვლება, თუ არ არის ორი პირობა – ხელისუფლება შიგნიდან უნდა ჩამოიშალოს და უნდა იყოს დასავლეთის მხარდაჭერა. – დამიხსენით ციხიდან და 20 დღეში დავასრულებ ამ ხელისუფლებასო, თქვა სააკაშვილმა. – როგორ უნდა გამოიყვანონ, საინტერესოა. მე რომ ხელისუფლების, უფრო სწორად, პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, სააკაშვილი […]