პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, პარლამენტში პრემიერ ბახტაძეს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჰკითხა, როდის გადადგებითო და უთხრა, რომ მას ფიქტიური ფუნქცია აკისრია. საზოგადოებაში პრემიერის ნომინალურ ფიგურად აღქმა რამდენად არის პრობლემა? – საზოგადოება არ ნიშნავს პრემიერს. პრემიერს ნიშნავს მმართველი პარტია. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს და ეს ბერკეტი […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
გია ხუხაშვილი – „ანაკლიის პროექტის საბოტაჟის მცდელობასთან გვაქვს საქმე“
ბათუმში რამდენიმე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი კორუფციული ბრალდებებით დააკავეს, ხოლო ანაკლიის პროექტის განხორციელება-არგანხორციელების თემა აქტუალობას არ კარგავს და სხვადსხვაგვარი განცხადებები ისმის მის გარშემო. რა ხდება რეალურად ანაკლიის გარშემო და ნიშნავს თუ არა ბათუმის მაღალჩინოსნების დაკავება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ სერიოზულ მუშაობას იწყებს? – ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს. […]
მამუკა გამყრელიძე – “ხელისუფლების შეცვლა ამ საარჩევნო სისტემით შეუძლებელია”
“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი, ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, თქვენი პოსტი ვნახე, სადაც წერთ, რომ არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბეთ და ახალი დუღილის პროცესი დაიწყო. ანუ გადარჩა დაშლას გაერთიანებული ოპოზიცია? – აქ დაშლაზე ლაპარაკი არც ყოფილა. ლაპარაკია იმაზე, რომ ეს შედეგი კვლავ არასასიამოვნო იყო ჩვენთვის. ასეთ მდგომარეობას უძახიან ხოლმე […]
გიგლა ბარამიძემ ლივერპულის გამო თბილისის ზღვა სიგრძეზე გადაცურა
მისი და ლივერპულის მეგობრობა 40 წლის წინ დაიწყო. როდესაც თბილისის დინამომ ინგლისური გრანდი 3:0 დაამარცხა, სხვებთან ერთად ზეიმობდა და ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ლივერპულის თავგადაკლული ფანი გახდებოდა. წელს მისი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და მეგობრებმა ფინალზე დაპატიჟეს, მაგრამ პოლიტიკამ ხელი შეუშალა. 2 ივნისს მისი პარტია ყრილობას ატარებს. ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და […]
ანზორ აბრალავა – “საპარლამენტო არჩევნებზე შევარდნაძის სცენარის გამეორება იგეგმება”
“ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას. – თქვენი შვილი, გრიგოლ აბრალავა, რომელიც საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად იყო დაკავებული ნორვეგიაში, ხანგრძლივი შემოწმების შემდეგ გამოუშვეს. როგორი ინფორმაცია გაქვთ, უცხოელების მიმართ იქ კონტროლი გაძლიერებულია? – ნორვეგიაში ძლიერი ზედამხედველობა ხორციელდება უცხოელებზე. მოგეხსენებათ, რაც მოხდა ნორვეგიაში რამდენიმე წლის წინ. ბრეივიკი ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. კონტროლი გამკაცრებულია ჩასულებზეც. ჩემი შვილი […]
ლია ელიავა – “ლარის ვარდნა მთლიანად ეროვნული ბანკის ბრალია”
ბოლო პერიოდია აქტიურად ისმის კითხვა, რატომ უფასურდება ლარი? ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პროცესს გარე ფაქტორებს უკავშირებენ, თურქული ლირის გაუფასურებას და ასე შემდეგ. ასე არ ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლია ელიავა, რომელიც აღნიშნულ პროცესში მთლიანად ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს და “ახალ თაობასთან” იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც ლარის გაუფასურებას უწყობენ ხელს. – ქალბატონო ლია, თურქული ლირის ბრალია ლარი რომ […]
ზაალ უდუმაშვილი – „ხელისუფლება ანაკლიის პროექტის ჩაშლას მაქსიმალურად ცდილობს“
განხორციელდება თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი? ეს კითხვა რეზონანსული კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია, ხოლო თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. რა ხდება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, რა […]
გიორგი ბოტკოველი – “თელავში შეიძლება მერის ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს”
კახეთის გულში დიდი ამბები ტრიალებს – თელავში შეიძლება მერის ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო. ქალაქის მერი შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების გამო დაისაჯოს. ერეკლეს ქალაქმა სალომე ზურაბიშვილის არჩევაზე ორივე ტურში უარი განაცხადა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს მერის სამმა მოადგილემ და საქალაქო სამსახურის უფროსებმა. მიუხედავად იმისა, რომ წასვლის საფრთხე მერსაც ემუქრება, ის მაინც ნათესავების მომადლიერებაზე ფიქრობს. […]
თორნიკე შარაშენიძე – “სააკაშვილის გაძლიერება ნაცმოძრაობის გაძლიერებას ნიშნავს”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს – სააკაშვილს ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. რას შეცვლის ეს პროცესი და რისი მოლოდინი აქვს ნაცმოძრაობას? – ნაცმოძრაობა ძირითადად მაინც დგას მიშას რეიტინგზე. ამ ადამიანს ძალიან ბევრი ხმა მოაქვს ნაცმოძრაობისთვის. არ მგონია, რომ ისინი ცდილობდნენ მიშასგან დისტანცირებას, უბრალოდ, არ ეთანხმებოდნენ რაღაცეებში. დღეს მიშას გაძლიერება ავტომატურად ნიშნავს ნაცმოძრაობის […]
გედევან ფოფხაძე – “ოცნებას” კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს”
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გედევან, თქვენ, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნით. ეს სამეული ახალი პლატფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებს ბრძოლას? – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თუ რა კონფიგურაციით გავალთ, ამაზე დღეს საუბარი ნაადრევია. ცხადია, ჩვენი პოლიტიკური განაცხადი […]









