კატეგორია: კულტურა

მიხეილ გიორგაძე – თუ ქეთი დოლიძე ჩაიზე მპატიჟებს, უარს ნამდვილად არ ვიტყვი

მიხეილ გიორგაძე: „ქეთი დოლიძის მაგივრად მრცხვენია“

თუ ქეთი დოლიძე ჩაიზე მპატიჟებს და ეს დაპატიჟება ძალაშია, უარს ნამდვილად არ ვიტყვი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროში გადაწყვეტილებები პირად დამოკიდებულებასა და წყენაზე დაფუძნებით არ მიიღება. ”ცოტა არასერიოზული მგონია ეს საუბარი და აბსოლუტურად უადგილოა. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილებები, რომელიც სამინისტროში მიიღება, არც […]

ქეთი დოლიძის ადგილზე გიორგი სიხარულიძე დანიშნეს – “სიხარულიძე ჩემს კაბინეტში ფეხს ვერ შეადგამს”

ქეთი დოლიძის ადგილზე გიორგი სიხარულიძე დანიშნეს - "სიხარულიძე ჩემს კაბინეტში ფეხს ვერ შეადგამს"

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნას ხელი მოაწერა. ქეთი დოლიძე ამ პოსტზე გიორგი სიხარულიძემ ჩაანაცვლა. საკითხზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს ქეთი დოლიძე. მისი თქმით, 17 სექტემბრამდე ის თანამდებობაზე ოფიციალურად რჩება. – არ მინდა ამაზე საუბარი, 17 სექტემბრამდე ოფიციალურად ვარ ამ თანამდებობაზე. სიხარულიძე ჩემს კაბინეტში ფეხს ვერ შეადგამს. […]

ლიანა ისაკაძის კონცერტზე მისი მეუღლე, თამაზ ჩაჩავა, გარდაიცვალა – “ღამის სერენადები” გაგრძელდება

ლიანა ისაკაძის კონცერტზე მისი მეუღლე, თამაზ ჩაჩავა, გარდაიცვალა - "ღამის სერენადები" გაგრძელდება

ცნობილი მევიოლინეს, ლიანა ისაკაძის კონცერტზე მოულოდნელად მისი მეუღლე, მუსიკოსი თამაზ ჩაჩავა, შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, ბათუმში კონცერტის დროს, თამაზ ჩაჩავას გულის შეტევა დაემართა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფესტივალის მონაწილეების გადაწყვეტილებით, „ღამის სერენადები“ გაგრძელდება და თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება. ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალი „ღამის სერენადები“ ტრადიციულად ყოველ […]

ლეონარდო დიკაპრიო ქუჩაში  ნაგვის პარკით დადის

ლეონარდო დიკაპრიო ქუჩაში  ნაგვის პარკით დადის

რამდენიმე დღეა თვითერზე ჰოლივუდის ვარსკვლავის, მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს უჩვეული ჩანთის ფოტო ვრცელდება. პაპარაცებმა მსახიობი ნიუ იოკრში დააფიქსირეს და მათი ყურადღება შორტებზე გამობმულმა ნაგვისთვის განკუთვნილმა პარკმა მიიპყრო. ფოტოების გავრცელებისთანავე თვითერზე ბევრი სახალისო პოსტი გავრცელდა. სოციალური ქსელის მომხარებლებმა ლეოსთვის ჩანთების ღირებულელებიც მოიძიეს და დახმარებასაც დაჰპირდნენ.

ხატია ბუნიათიშვილი ფორმას დიეტით ინარჩუნებს

ხატია ბუნიათიშვილი ფორმას დიეტით ინარჩუნებს

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა. ამ საკითხს,რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქართველი სელებრითები. გთავაზობთ სწორედ იმ დიეტებს, რომელთა წყალობით ვარსკვლავები უფრო მეტად მომხიბვლელად, იდეალურად გამოიყურებიან. მაგალითად: პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც თავის შემოქმედებასთან ერთად იდეალური ფორმებითაც გვაოცებს, მისი სილამაზის საიდუმლო სწორედ ეს 1 კვირიანი დიეტაა: 1-5 დღე საუზმე: ხილი. სადილი: პროტეინით […]

კახი კავსაძე ილია II-მ განკურნა – ”ლადო კახაძე გაშტერებული მიყურებდა”

კახი კავსაძე ილია II-მ განკურნა - ”ლადო კახაძე გაშტერებული მიყურებდა”

კახი კავსაძე იგონებს: – ცუდი დაავადება დამიდგინეს – სიმსივნე. ლადო ხომ იცი, კახაძე? ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა, რაღაც ეჭვები რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ეს ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა, ცუდი დაავადება გჭირს კახიო… ერთი სიტყვით, გადაწყდა ჩემი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება… ქალების ამბავი ხომ იცი, წასვლამდე ახლობელმა და ნათესავმა ქალებმა მირჩიეს, […]

გელა დაიაური მუცოს ხეობაში ტრაგიკულად დაღუპულ ცოლ-შვილს ლექსებით ესაუბრება

გელა დაიაური მუცოს ხეობაში ტრაგიკულად დაღუპულ ცოლ-შვილს ლექსებით ესაუბრება

გელა დაიაური მუცოს ხეობაში ტრაგიკულად დაღუპულ ცოლ-შვილს ლექსებით ესაუბრება. თეოს თეო, აღარ მინდა წვიმდეს, აღარც ალუჩების მორთვა, შენ რომ გამიფრინდი, იმ დღეს, თურმე გაზაფხული მოკვდა. აღარ ვიწუწუნებ წვრილმანს, სული მკვდარია და მრუმე, მარტიც, იებიც და წვიმაც, შენით მიხაროდა თურმე. გაწყდა სიმღერაც და სიტყვაც, ჩაწყდა სიხარულის სიმი, ჩემი გაზაფხული იყავ, შენი სიმღერით და ღიმით. ნედლი ოცნებები […]

რატი წითელაძე კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ

რატი წითელაძე კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ

ახალგაზრდა რეჟისორი რატი წითელაძე ფართო საზოგადოებამ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო. სპორტსმენმა რატიმ რეჟისურის შესწავლა გადაწყვიტა და არჩევანი უცხოეთზე გააკეთა. მის მიერ გადაღებული ფილმი “დედა” ათეულობით საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. ამჯერად რატი გახდა ერთადერთი ქართველი რეჟისორი, რომლის პროექტიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ასეთი წარმატების მიუხედავად, რეჟისორის თქმით, კულტურის სამინისტროდან არანაირი ყურადღება მის პროექტებს არ ექცევა. რატი წითელაძე: – […]

ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრი დატოვა

ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრი დატოვა

ნანუკა ხუსკივაძე ადასტურებს, რომ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრიდან მისი წასვლის მიზეზი თეატრის განვითარების ძირითად საკითხებზე ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობა იყო. – ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან წასვლის მიზეზი იყო ქალაქის ხელმძღვანელობასთან ვერშეთანხმება იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მე მართებულად მიმაჩნდა. დეტალებზე არ ვილაპარაკებ, თუ შეიძლება, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან” საუბარში ნანუკა ხუსკივაძემ. ნანუკა ხუსკივაძე რუსთავის თეატრის სამხატვრო […]

ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა

ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა

იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ერთ-ერთ ლაურეატად თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი დასახელდა. ნინო ანანიაშვილი “ამომავალი მზისა და ოქროს სხივები” დამშვენებული ორდენით დაჯილდოვდა. ქართველი ბალერინას ჯილდო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის […]