იტალიამ ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 65 წელს გადაცილებული პირებში გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა. სამინისტროს განმარტებით, ვაქცინის მიღება შესაძლებელია იტალიაში 18 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის, გარდა იმ პაციენტებისა, რომლებიც კონკრეტული პათოლოგიების მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან. ცნობისათვის, აქამდე იტალიის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციისთვის საკმარისი […]
კატეგორია: მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის დააკავეს – ვინ არის ფედერიკო კლეინი
ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში დანიშნული თანამდებობის ერთ-ერთი პირი ფედერიკო კლეინი. გამოძიება 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებულ მოვლენებში მისი როლისა და მონაწილეობის თაობაზეა აღძრული. 42 წლის კლეინი ფედერალურმა აგენტებმა ვირჯინიაში დააკავეს. გფბ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალისა და მისი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. არც […]
ახალ ზელანდიაში 3 ძლიერი მიწისძვრა მოხდა
სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა ახალ ზელანდიაში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 8 მაგნიტუდას გადააჭარბა. თავდაპირველად არსებობდა ცუნამის საშიშროება, თუმცა ამის შესახებ გაფრთხილება უკვე გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სანაპიროზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრს მიაღწიოს. მიწისძვრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსთავი 2
თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 9 სამხედრო დაიღუპა, 4 დაშავდა
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბითლისის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, 9 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 4 დაშავდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა. მასთან კავშირი შუადღით შეწყდა, რის გამოც უპილოტო საფრენი აპარატებით საძიებო სამუშაოები დაიწყო. დადგინდა, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. მომხდარის მიზეზებად ამინდის გაუარესება და ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. დაღუპულთაგან ერთ-ერთი ელიაზიგში თურქეთის […]
გერმანიაში ასტრაზენეკათი ყველა ასაკის ადამიანს აცრიან
გერმანია ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას 65 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელადაც გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლოდროინდელმა კვლევებმა საკმარისი მონაცემები უზრუნველყო იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ასაკის მოქალაქის ვაქცინაციისთვის გამოიყენონ. მანამდე გერმანიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების ნებართვა მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პირებისთვის გასცა, რის მიზეზადაც ქვეყანამ არასაკმარისი მონაცემების არსებობა […]
საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში – ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა. სტიქიურ უბედურებას რამდენიმე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. იპნ
სარკოზი საფრანგეთს სტრასბურის სასამართლოში უჩივლებს
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. ექსპრეზიდენტის მტკიცებით, იგი ღრმა უსამართლობის მსხვერპლი გახდა და ზოგიერთი მოსამართლის პოლიტიკური მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დგას. ”მე სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრე, შესაძლოა, ამ ბრძოლის გაგრძელება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც მომიწიოს” – განაცხადა სარკოზიმ. ექსპრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მტკივნეული იქნება საკუთარი ქვეყნის მხილება. „საკუთარი […]
სტუდენტები მოაჯირს მიაწვნენ, რომელიც მოწყდა – 5 სტუდენტი დაიღუპა – ვიდეო
აშშ-მ რუსეთს ნავალნის დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთბულმა შტატებმა რუსეთს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის გენერალური პროკურორი, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი და დუმის დეპუტატი ალექსანდრ კალაშნიკოვი მოხვდნენ. შეერთებული შტატები კრემლს ოპოზიცონერის დაუყოვნებლივ გათავისულებისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრება. ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა. რის შემდეგაც მოსკოვში […]
გერმანიაში ლოქდაუნის გახანგრძლივებას აპირებენ
გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნის 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური რეგიონის ლიდერების მოლაპარაკებების ხელშეკრულების პროექტში აღნიშნულია, რომ „ლოქდაუნი“ გახანგრძლივდება, თუმცა 8 მარტიდან გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება. გერმანიაში კანცლერ ანგერლა მერკელსა და 16-ვე რეგიონის ხელმძღვანელებს შორის 10 თებერვალს მიღწეული შეთანხმების შედეგად, დაწყებითი კლასების მოსწავლეების უმრავლესობა ერთი კვირის წინ სკოლებში დაბრუნდა. ქვეყანაში, […]









