ჯაკარტასთან ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევევბი და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

ჯაკარტასთან ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევევბი და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვესინდონეზიაში კომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის სავარაუდო ადგილას თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს. Reuters-ის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტასთან ახლოს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავ „ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. თვითმფრინავი 9 იანვარს ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, როდესაც მასთან სიგნალი დაიკარგა.

იპნ