დედამიწას უახლოვდება ასტეროიდი 2018VP1, რომელიც დაახლოებით მაცივრის ზომისაა. ასტერიოდი 2 ნოემბერს დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს მივა. ამის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ნილ დეგრას ტაისონმა დაწერა. მისი მონაცემებით, ასტეროიდის სისწრაფე საათში 25.000 მილს შეადგენს. ტაისონი თვლის, რომ ასტეროიდი შეიძლება ჩამოვარდეს დედამიწაზე, მაგრამ მას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს. ნასას მონაცემებით, 2018VP1 დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს 2 ნოემბერს, თბილისის […]
კატეგორია: მსოფლიო
პარიზელ პედაგოგს თავი მოსკოვში დაბადებულმა ჩეჩენმა აბდულა ანზოროვმა მოჰკვეთა
16 ოქტომბერს პარიზის გარეუბანში ფრანგი მასწავლებლისთვის თავის მოკვეთის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დანაშაული პარიზის გარეუბან კონფლან-სენ-ონორინში მოხდა, რომელიც პარიზიდან 27 კილომეტრში მდებარეობს. მკვლელი 18 წლის ჩეჩენი აბდულა ანზოროვია, რომელიც მოკლულის სხეულის გვერდით იდგა, როდესაც პოლიციამ ცხედარი აღმოაჩინა. ანზოროვმა მანქანით გაქცევა სცადა და პოლიციელს პისტოლეტით დაემუქრა. პოლიციელებმა ის მოკლეს. ანზოროვს დიდი დანა უპოვეს, რომლითაც მან […]
დონალდ ტრამპი – “ბაიდენები ციხეში უნდა ჩავსვათ”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მეტოქე, პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის, ჯო ბაიდენის, ოჯახი კორუმპირებულია და ისინი ციხეში უნდა ჩასვან, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Newsweek-ი ავრცელებს. „ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია. კორუმპირებული ოჯახი. ბაიდენების ოჯახი ციხეში უნდა ჩავსვათ!“ – განაცხადა ტრამპმა ჯორჯიის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. “წარმოიდგინეთ, ჩემს შვილებს რომ ის გაეკეთებინათ, რაც ამ ბიჭმა ჰანთმა გააკეთა? […]
პარიზში მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს – დამნაშავე მოსკოველი 18 წლის ახალგაზრდაა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის გარეუბანში მომხდარ მკვლელობას “ისლამისტური ტერაქტი” უწოდა. „ის იმიტომ მოკლეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ეს იყო ისლამისტური ტერაქტი. ისინი ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ ვიმოქმედებთ,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, რამდენიმე საათის წინ მასწავლებელი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავი მოჰკვეთეს. პოლიციის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა დაიყვირა : „ალაჰ აკბარ“. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს […]
საფრანგეთში 1 დღე-ღამეში 30.621 ადამიანი დაინფიცირდა კოვიდ 19-ით
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30.000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში აღრიცხულია ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციით დაავადების 30.621 შემთხვევა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 88 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 33.125 შეადგინა. შეგახსენებთ, საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის რვა ქალაქში და მათ შორის პარიზში, ღამით კომენდანტის საათი იმოქმედებს. პირველი არხი
ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა
ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “დედაქალაქ ბიშკეკში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ ჟოგორკუ-კენეშმა (პარლამენტმა) დაამტკიცა მთავრობა და მე მათ დანიშვნას ხელი მოვაწერე, თუმცა ამან დაძაბულობა ვერ განმუხტა. სამწუხაროდ, აგრესია არ ნელდება და ჩემი გადადგომის მოთხოვნა გრძელდება. არსებული ვითარება ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთ მხარეს არიან მომიტინგეები, მეორე […]
ალიევი – “სომხეთის არმიას მთლიანად გავანადგურებთ, ომი თუ გაგრძელდა”
თუ ომი გაგრძელდება, სომხეთის მთელ არმიას გავანადგურებთ, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოცემა Haber Türk-სთან ინტერვიუში განაცხადა. „რომ შევაფასოთ ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. ისმის კითხვა – ღარიბო სომხეთო, სად გქონდა ამდენი ფული? ეს ფულით იყიდე? – არა. შენ ეს მოგცეს. ვინ მოგცა, ყველამ იცის. თუ […]
პარიზსა და საფრანგეთის 9 ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება
საფრანგეთში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, 9 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი წესდება. შესაბამისი ინფორმაცია მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიაწოდა. მისი განცხადების თანახმად, „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. კომენდანტის საათი მოიცავს პარიზსა და კიდევ რვა ქალაქს: რუანს, ლილს, სენტ-ეტიენს, ლიონს, გრენობლს, მონპელიეს, მარსელსა და ტულუზას. პრეზიდენტის განცხადებით, ახალი შეზღუდვა შაბათიდან, 17 ოქტომბრიდან, ამოქმედდება […]
ალიევი – “სომხეთის ოკუპაციისგან კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა”
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „სომხეთის ოკუპაციისგან“ კიდევ 8 სოფელი გათავისუფლდა. „აზერბაიჯანის დიდებულმა არმიამ ფუზულის რაიონის სოფლები: გარადაღლი, ხათუნბულაგი, გარაკოლუ და ხოჯავენდის რაიონის სოფლები: ბულუტანი, მელიქჯანლი, კემერტუკი, ტეკე და თაგასერი გაათავისუფლა. დიდება აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია! ”- წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ Twitter- ში. იპნ
იტალიაში წვეულებები რესტორნებში და ღია სივრცეში აიკრძალება
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, იტალიის მთავრობამ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვები საჯარო შეკრებებს, რესტორნების ფუნქციონირებასა და სპორტულ ღონისძიებებს შეეხება. იტალიის მთავრობის განკარგულებით, აიკრძალება წვეულებების გამართვა რესტორნებში, კლუბებში ან ღია სივრცეში. ასევე, მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს, სახლებში ექვსზე მეტი ადამიანის დასწრებით წვეულებებიარ გამართონ. რაც შეეხება ქორწილებსა და სხვა ცერემონიებს, 30-ზე მეტი ადამიანის დასწრება იკრძალება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 365 […]









