სომხეთის მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო მდინარე არაქსის ხეობაში და თალიში-მატაგისის რაიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ არცრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე დროს, როგორც ჰოვანისიანმა აღნიშნა, ყარაბაღის თავდაცვის არმია წარმატებით იგერიებს მოწინააღმდეგის მხრიდან ყველა თავდასხმასა და თავდასხმის მცდელობას, რაც მათ მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მიმართულებით. „ამ დროისთვის […]
კატეგორია: მსოფლიო
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა – ბაქოში კომენდანტის საათი დაწესდა
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მილი მეჯლისის რიგგარეშე სხდომაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხი პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად განიხილეს. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდება. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი იმოქმედებს დედაქალაქ ბაქოში, ასევე განჯაში, ევლახში და სხვა ქალაქებში. იპნ
ერდოღანი – “თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან დგას”
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთთან კონფლიქტში მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა. მისი თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. „თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია აუცილებელი, ადექვატური რეაქცია გამოხატოს სომხეთის აგრესიაზე, კიდევ ერთხელ აჩვენა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. მინსკის ტრიო, […]
თურქეთმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰამი აქსოის თქმით, ქვეყანა სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში და სომხეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში. სტაბილურობისა და მშვიდობის ყველაზე დიდი წინაღობა კავკასიაში სომხეთის მტრული განწყობაა. მან სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს დაპირისპირება, რომელიც რეგიონს ცეცხლში გახვევს, – ამბობს აქსოი. აქვე, დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ […]
სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა
სომხეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, […]
ფაშინიანი – “სომხეთი სამხედრო მდგომარეობის შემოღებას აპირებს”
მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, სომხეთის მთავრობა დღევანდელ საგანგებო სხდომაზე, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა. „დღეს ჩვენ შევიკრიბებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი, მთავრობა განიხილავს საომარი მდგომარეობისა და რეზერვის ნაწილობრივი მობილაზაციის საკითხს“,- წერს სომხეთის პრემიერ- მინისტრი. ცნობისთვის, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ […]
“გარეთ არ გახვიდეთ, ჩადით ბუნკერებში” – მთიან ყარაბაღში ბრძოლები მიმდინარეობს
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია. სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. განცხადება […]
ირანში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა გულისტანის პროვინციაში იგრძნობოდა. მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. იპნ
შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან თავდასხმისთვის პარიზში 7 პირი დააკავეს
პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილთან 18 წლის პაკისტანელი მამაკაცი დააკავეს, გარდა ამისა, ამავე ინციდენტთან დაკავშირებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 6 პირია მოთავსებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ თავდასხმა „აშკარა ისლამური ტერორიზმის აქტია.“ შემთხვევის ადგილზე ქვეყნის […]
უკრაინაში ხარკოვთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – 22 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 28 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც ადასტურებს. უკრაინის საგანგებო საქმეთა სამსახურის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი AN-26 ხარკოვის ოლქში ჩამოვარდა და ავიაკატასტროფას 22 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 დაშავებულია და 4 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ფრენა საწვრთნელი იყო და თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდა. მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა […]









