კატეგორია: მსოფლიო

ფაშინიანი – “სომხეთი სამხედრო მდგომარეობის შემოღებას აპირებს”

მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, სომხეთის მთავრობა დღევანდელ საგანგებო სხდომაზე, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა. „დღეს ჩვენ შევიკრიბებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი, მთავრობა განიხილავს საომარი მდგომარეობისა და რეზერვის ნაწილობრივი მობილაზაციის საკითხს“,- წერს სომხეთის პრემიერ- მინისტრი. ცნობისთვის, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ […]

“გარეთ არ გახვიდეთ, ჩადით ბუნკერებში” – მთიან ყარაბაღში ბრძოლები მიმდინარეობს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია. სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. განცხადება […]

ირანში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა გულისტანის პროვინციაში იგრძნობოდა. მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. იპნ

შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან თავდასხმისთვის პარიზში 7 პირი დააკავეს

პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილთან 18 წლის პაკისტანელი მამაკაცი დააკავეს, გარდა ამისა, ამავე ინციდენტთან დაკავშირებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 6 პირია მოთავსებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ თავდასხმა „აშკარა ისლამური ტერორიზმის აქტია.“  შემთხვევის ადგილზე ქვეყნის […]

უკრაინაში ხარკოვთან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 28 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც ადასტურებს. უკრაინის საგანგებო საქმეთა სამსახურის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი AN-26 ხარკოვის ოლქში ჩამოვარდა და ავიაკატასტროფას 22 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 დაშავებულია და 4 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ფრენა საწვრთნელი იყო და თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდა. მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა […]

პარიზში 10 კაცზე მეტის თავშეყრა იკრძალება

საფრანგეთში ახალი შეზღუდვების თანახმად, პარიზში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება, დიდ ღონისძიებებზე დამსწრეთა დასაშვები რაოდენობა კი 5.000-დან 1.000-მდე შემცირდება. გარდა ამისა, იგეგმება საღამოს 20.00 საათის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვაც. ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება მთელ საფრანგეთში ფიქსირდება. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 468.069 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან  გარდაცვლილია 31.416 ადამიანი.

ტრამპი – “ჩვენ გავავრცელებთ ვაქცინას და დავასრულებთ პანდემიას”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვირუსის დამარცხების, ვაქცინის გავრცელებისა და ახალ ეპოქაში გადასვლის პირობას დებს. ამის შესახებ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. „ჩვენ გავავრცელებთ ვაქცინას, ჩვენ დავამარცხებთ ვირუსს, ჩვენ დავასრულებთ პანდემიას და გადავალთ უპრეცედენტო კეთილდღეობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის ახალ ეპოქაში“, – აღნიშნა ტრამპმა. მან აქვე, ჩინეთი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა […]

იტალიელი მსაჯი და მისი შეყვარებული ლეჩეში მოკლული იპოვეს

Football Italia-ს ინფორმაციით, სერია B-ს არბიტრი დანიელე დე სანტისი მეგობარ გოგონასთან ერთად მოკლული იპოვეს. პოლიციამ ახალგაზრდების ცხედარი მსაჯის სახლში, ლეჩეში აღმოაჩინა. როგორც წყარო იტყობინება, მკვლელობა გუშინ, 21 სექტემბრის ღამით მოხდა. 33 წლის არბიტრი და 30 წლის შეყვარებული ელეონორა მანტა დანით იყვნენ დახოცილები. გამოცემა წერს, რომ სახლიდან ხმები გამოდიოდა, მოგვიანებით კი მოწმეებმა დაინახეს მამაკაცი, რომელსაც ხელში […]

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი – “საყოველთაო კარანტინი შეიძლება ისევ დაგვჭირდეს”

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ შესაძლოა საყოველთაო კარანტინი კვლავ განხორციელდეს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლდად, მაგრამ აღნიშნა, რომ ამას არ ისურვებდა. მისი თქმით, ზომების მისაღებად ქვეყანა მზად უნდა იყოს. “თუ ყველა დაიცავს წესებს, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ “ლოქდაუნი”, მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ ზომების მისაღებად, თუ ეს საჭიროა”, – განუცხადა ჰენკოკმა BBC- ს და […]

ნოვიჩოკის შემქმნელმა ვილ მირზაიანოვმა ნავალნის ბოდიში მოუხადა

მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ შემქმნელი ვილ მირზაიანოვი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის. „უაღრესად დიდ ბოდიშს ვუხდი ალექსეი ნავალნის იმისთვის, რომ ვმონაწილეობდი ამ დანაშაულებრივ ბიზნესში – ამ ნივთიერების შემუშავებაში, რომლითაც ის მოიწამლა“, – განაცხადა მეცნიერმა ქიმიკოსმა რუსულ ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში. მირზაიანოვი, რომელიც 1995 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, განაცხადა, რომ მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება საბრძოლო შხამის წინააღმდეგ ბრძოლას […]