ნოვიჩოკის შემქმნელმა ვილ მირზაიანოვმა ნავალნის ბოდიში მოუხადა

ნოვიჩოკის შემქმნელმა ვილ მირზაიანოვმა ნავალნის ბოდიში მოუხადამომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ შემქმნელი ვილ მირზაიანოვი რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ბოდიშს უხდის.

„უაღრესად დიდ ბოდიშს ვუხდი ალექსეი ნავალნის იმისთვის, რომ ვმონაწილეობდი ამ დანაშაულებრივ ბიზნესში – ამ ნივთიერების შემუშავებაში, რომლითაც ის მოიწამლა“, – განაცხადა მეცნიერმა ქიმიკოსმა რუსულ ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.

მირზაიანოვი, რომელიც 1995 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, განაცხადა, რომ მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება საბრძოლო შხამის წინააღმდეგ ბრძოლას მოანდომა.

მისი თქმით, 1993 წელს შეხვდა ადამიანს, რომელიც „ნოვიჩოკით“ მოიწამლა და მისი სიმპტომები ჰგავდა იმავეს, რაც ნავალნიმ თავის “ინსტაგრამ” პოსტში 19 სექტემბერს აღწერა.

მეცნიერის განცხადებით, ნავალნი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, რადგან მის გამოჯანმრთელებას ერთი წელი დასჭირდება.

იპნ