კატეგორია: მსოფლიო

ენიო მორიკონე გარდაიცვალა – ვიდეო

ენიო მორიკონე გარდაიცვალა - ვიდეო

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ დაეცა და ტრავმა გაურთულდა. მუსიკოსს მიღებული აქვს 2 ოსკარი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისა და საუკეთესო კინომუსიკისთვის. მან თავდაპირველად სახელი ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის შექმნილი კინომუსიკით გაითქვა.

ბერლინი-ათენის რეისზე მფრინავების კაბინაში ხანძარი გაჩნდა – ბორტი სალონიკში ავარიულად დაჯდა

ბერლინი-ათენის რეისზე მფრინავების კაბინაში ხანძარი გაჩნდა - ბორტი სალონიკში ავარიულად დაჯდა

ავიაკომპანია Ryanair -ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბერლინი-ათენის რეისს ასრულებდა, ხანძარი გაჩნდა. ამის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟმა სალონიკის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, ხანძარი მფრინავების კაბინაში გაჩნდა. ოპერატიულ ცენტრში განგაშის სიგნალი რეისიდან Ryanair FR170 05:45 საათზე შევიდა, როდესაც თვითმფრინავი ხალკიდიკის რაიონის თავზე იმყოფებოდა. მფრინავმა ბორტზე საგანგებო სიტუაციის შესახებ განაცხადა და საგანგებო დაფრენის ნებართვა ითხოვა. საჰაერო […]

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი, თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ედუარ ფილიპის განცხადება გადადგომის თაობაზე დაამტკიცა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის დასახელებამდე ედუარ ფილიპი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. ცნობისათვის, ემანუელ მაკრონმა ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება სურდა. იპნ

იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო

იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო

იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცავებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სალერნოს პორტში საეჭვო კონტეინერებში 1 მილიარდი ევროს ღირებულების 84 მილიონი აბი ამფეტამინი აღმოაჩინეს. ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბებს Captagon-ის ლოგო ჰქონდათ, რომელიც „ჯიჰადის წამლის“ ნიშანია. იპნ

ჩინეთში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ახალი პანდემიის წყარო შეიძლება გახდეს

ჩინეთში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ახალი პანდემიის წყარო შეიძლება გახდეს

ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია ადამიანის დაინფიცირებაც. მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება. მეცნიერების განცხადებით, მას “ყველა ნიშანი” აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს. რადგან ვირუსი […]

ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს – მაკრონის პარტია დამარცხდა

ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს - მაკრონის პარტია დამარცხდა

წინასწარი შედეგების თანახმად, „სოციალისტური“ პარტიის წევრი ან იდალგო პარიზის მერად ხელმეორედ აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, არჩევნები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიისთვის – „წინ რესპუბლიკა“ – წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ქვეყნის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის მარსელში, ლიონში, სტრასბურგსა და ბორდოში, „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატები ლიდერობენ. „მწვანეების“ მხარდაჭერით სარგებლობდა პარიზის მერი ან იდალგოც. შეგახსენებთ, საფრანგეთში […]

თურქეთში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს (AFAD) თანახმად, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა მარმარისის მახლობლად, მუღლას პროვინციაში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იზმირში, ანტალიასა და მის მიმდებარე პროვინციებში. მუღლას გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. იპნ

ბარსელონაში კოვიდ 19-ის კვალი 1 წლისა და 3 თვის წინანდელ წყლის ნიმუშებში იპოვეს – მსგავსი შედეგებია იტალიაშიც

ესპანეთში გასულ დღე-ღამეში 2.928 ადამიანი განიკურნა, 878 გარდაიცვალა

ესპანელმა ვირუსოლოგებმა კოვიდ 19-ის კვალი აღმოაჩინეს ბარსელონას გამდინარე წყლის ნიმუშში, რომელიც 2019 წლის მარტშია აღებული ანუ ვირუსის ოფიციალურად გავრცელებამდე 9 თვით ადრე. ამის შესახებ განცხადება ბარსელონას უნივერსიტეტში 26 ივნისს გააკეთეს. ეს ფაქტი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამას ფიქრობენ. თავდაპირველად უნივერსიტეტის მკვლევარებმა კოვიდ-19-ის კვალი 2020-ის 15 იანვრით დათარიღებულ, ანუ […]

პარიზში ორლის აეროპორტი გაიხსნა – პირველ ბორტს წყალი გადაასხეს

პარიზში ორლის აეროპორტი გაიხსნა - პირველ ბორტს წყალი გადაასხეს

პარიზის ორლის აეროპორტიდან თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ 26 ივნისს გაიხსნა. საზეიმო განწყობის გამოხატვის ნიშნად, თვითმფრინავი, რომელმაც აეროპორტიდან გუშინ დილით პირველ რეისი შეასრულა, აფრენამდე წყლის ჭავლით დაასველეს. ორლის აეროპორტიდან ამ ეტაპზე რეისები 25 მიმართულებით შესრულდება. ცნობისათვის, კორონავირუსის ეპიდემიის გამო აეროპორტი 31 მარტს დაიხურა. იპნ

თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 10:21 საათზე მოხდა. ეპიცენტრი მანისის პროვინციაში, მიწისქვეშ 4.1 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა იზმირში, აიდინესა და მუღლეშიც. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.