კატეგორია: მსოფლიო

სეულის მერი პარკში გარდაცვლილი იპოვეს

სეულის მერი პაკ ვინ სუნი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო იუწყება. პოლიციის მონაცემებით, მერის ცხედარი პუგაკსანის პარკში იპოვეს. სხვა დეტალები ამ დროისცთის არ ვრცელდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას პარკ ვონ-სუნის დაკარგვის შესახებ მისმა ქალიშვილმა შეატყობინა მას შემდეგ, რაც მერი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი პარკ ვონ-სუნს იმ […]

სეულის მერი დაიკარგა

სამართალდამცავები სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერს, პარკ ვონ-სუნს, ეძებენ, რომელიც რამდენიმე საათია გაუჩინარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლიციას პარკ ვონ-სუნის დაკარგვის შესახებ მისმა ქალიშვილმა შეატყობინა მას შემდეგ, რაც მერი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ისინი პარკ ვონ-სუნს იმ ტერიტორიაზე ეძებენ, სადაც უკანასკნელად მისი მობილური ტელეფონის სიგნალი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამძებრო […]

საფრანგეთში მგზავრებმა ავტობუსის მძღოლი მოკლეს

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები მკვლელობის მიზეზი გახდა საფრანგეთში. ხუთმა მგზავრმა ცემით მოკლა ავტობუსის მძღოლი 58 წლის ფილიპ მონგიო, რომელიც მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა. გამოძიების ინფორმაციით, დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში მაშინ გადაიზარდა, როდესაც მძღოლის მოწოდებას მგზავრებმა ყურადღება არ მიაქციეს და არც მგზავრობის საფასური გადაიხადეს. თავდამსხმელებმა ფილიპ მონგიოს სცემეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. უგონო მდგომარეობაში […]

რომში პატარძლების საპროტესტო აქცია გაიმართა

რომში პატარძლების საპროტესტო აქცია გაიმართა. საქორწინო კაბებში გამოწყობილი ქალები კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომებს აკრიტიკებენ. რომში აკრძალულია ისეთი ხალხმრავალი ღონისძიებები, როგორიცაა დიდი ქორწილები. დღევანდელი პერფორმანსის ორგანიზატორი იტალიის ქორწილების ასოციაციაა. პირველი არხი

ნიუ იორკი შეზღუდვების მოხსნის მე-3 ეტაპს იწყებს – საქართველოს საკონსულოს გაფრთხილება

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. საკონსულოს ცნობით, 6 ივლისს ნიუ იორკი იწყებს შეზღუდვების ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. „მესამე ფაზა ნიუ იორკში მოიცავს მხოლოდ პირადი მოვლის მომსახურებების ინდუსტრიის გახსნას. „COVID-19-ით ინფიცირების შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ნიუ იორკის რესტორნებში შიდა სასადილო რჩება დროებით დაკეტილი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელება არ არის შეჩერებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები […]

ენიო მორიკონე გარდაიცვალა – ვიდეო

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ დაეცა და ტრავმა გაურთულდა. მუსიკოსს მიღებული აქვს 2 ოსკარი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისა და საუკეთესო კინომუსიკისთვის. მან თავდაპირველად სახელი ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის შექმნილი კინომუსიკით გაითქვა.

ბერლინი-ათენის რეისზე მფრინავების კაბინაში ხანძარი გაჩნდა – ბორტი სალონიკში ავარიულად დაჯდა

ავიაკომპანია Ryanair -ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბერლინი-ათენის რეისს ასრულებდა, ხანძარი გაჩნდა. ამის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟმა სალონიკის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, ხანძარი მფრინავების კაბინაში გაჩნდა. ოპერატიულ ცენტრში განგაშის სიგნალი რეისიდან Ryanair FR170 05:45 საათზე შევიდა, როდესაც თვითმფრინავი ხალკიდიკის რაიონის თავზე იმყოფებოდა. მფრინავმა ბორტზე საგანგებო სიტუაციის შესახებ განაცხადა და საგანგებო დაფრენის ნებართვა ითხოვა. საჰაერო […]

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი გადადგა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი, თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ედუარ ფილიპის განცხადება გადადგომის თაობაზე დაამტკიცა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტის დასახელებამდე ედუარ ფილიპი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. ცნობისათვის, ემანუელ მაკრონმა ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება სურდა. იპნ

იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო

იტალიის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ სირიაში წარმოებული 15.4 ტონა ამფეტამინი ამოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, სამართალდამცავებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სალერნოს პორტში საეჭვო კონტეინერებში 1 მილიარდი ევროს ღირებულების 84 მილიონი აბი ამფეტამინი აღმოაჩინეს. ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბებს Captagon-ის ლოგო ჰქონდათ, რომელიც „ჯიჰადის წამლის“ ნიშანია. იპნ

ჩინეთში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ახალი პანდემიის წყარო შეიძლება გახდეს

ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია ადამიანის დაინფიცირებაც. მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება. მეცნიერების განცხადებით, მას “ყველა ნიშანი” აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს. რადგან ვირუსი […]