კატეგორია: მსოფლიო

ილონ მასკის „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ კანავერალის კონცხიდან წარმატებით გაუშვეს – ვიდეო

„სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ წარმატებით გაეშვა. რაკეტაზე მოთავსებულია კაფსულა Crew Dragon, რომელშიც ნასას ორი ასტრონავტი, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი სხედან.  მას შემდეგ, რაც რაკეტა კაფსულას ორბიტაზე გაიტანს, ის კვლავ დედამიწაზე დაეშვება და ატლანტის ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ ტივტივაზე დაჯდება. Crew Dragon-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან გაშვებიდან 19 საათის შემდეგ, 31 მაისს, თბილისის […]

ილონ მასკის რაკეტის ორბიტაზე გაშვებამდე რამდენიმე წუთი დარჩა – ამინდი კარგია

ილონ მასკის რაკეტის ორბიტაზე გაშვებამდე რამდენიმე წუთი დარჩა. სპეის იქსის რაკეტის გაშვება პირველად 28 მაისს სცადეს, მაგრამ ეს გაშვება არახელსაყრელი ამინდია გამო გადაიდო. ამ დროისთვის კანავერალის კონცხზე, ფლორიდის შტატში, კარგი ამინდია და ასტრონავტები ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი სტარტისთვის მზად არიან. რაკეტის გაშვება თბილისის დროით 30 მაისს, 11.22-ზეა დანიშნული. ეს კერძო კომპანიის მიერ ასტრონავტების ორბიტაზე […]

დეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის მამაკაცი მოკლეს

დეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. მისი თქმით, ცეცხლი წუხელ დაუდგენელმა პირმა გახსნა. მოგვიანებით, ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთან, დეტროიტის პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელის მოკვლას ცდილობდა. „ჩვენ ვერ გავდგებით გვერდზე და ვერ დავრთავთ ნებას პატარა უმცირესობას და კრიმინალებს, მოვიდნენ აქ, თავს დაესხან ჩვენს ოფიცრებს და საზოგადოება საფრთხეში […]

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის დერეკ შოვონს ბრალი წაუყენეს – ვიდეო

აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ბრალის წაყენება სწრაფად მოხდა, ვინადიდან მათ მტკიცებულება ჰქონდათ. მათ განაცხადეს, რომ ბრალს ვიდეოკადრებში ასახულ დანარჩენ სამ ყოფილ პოლიციელსაც წაუყენებენ, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტეს. ჯორჯ ფლოიდის ადვოკატისა და ოჯახის […]

მინეაპოლისსა და სენტ პოლში კომენდანტის საათი გამოცხადდა

მინესოტის შტატის ქალაქებში მინეაპოლისსა და სენტ პოლში, სადაც ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო არეულობა არ წყდება, კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მინეაპოლისში კომენდანტის საათი 29 მაისს ადგილობრივი დროით საღამოს 08:00 საათზე დაიწყება და შაბათ-კვირას გაგრძელდება. სენტ-პოლში კი, კომენდანტის საათი 30 მაისის დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს. პოლიციელის მიერ ფიზიკური ძალადობის […]

შვილმა დაკრძალა 73 წლის მამა, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა

წარმოუდგენელი შემთხვევა მოხდა კუნძულ როდოსზე. 24 აპრილს მიხალი პეტრიდის ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის სარდაფში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ვინაიდან ამ შენობაში ცხოვრობდა 73 წლის მოხუცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მუდმივად ექიმებთან დადიოდა, პოლიციამ ჩათვალა, რომ გარდაცვლილი სწორედ ეს მამაკაცი იყო და მის ოჯახს შეატყობინა. როცა ოჯახს ცხედარი მიუსვენეს, სასახლე დაკეტილი იყო და, ექსპერტების მითითებების საფუძველზე, საერთოდ […]

ბარსელონაში ნისანის მუშებმა საბურავები გადაწვეს – ვიდეო

ბარსელონაში ასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქცია გამართა და საბურავები დაწვა. აქციის მიზეზი იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია „ნისანის“ მიერ ბარსელონაში ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება გახდა. ქარხნის თანამშრომლებმა ავტოინდუსტრიისა და ბარსელონას ქარხნების ერთიანი ევროპული მხარდაჭერა მოითხოვეს. ამასთან, დემოსტრანტების აზრით, უსამართლობაა, როცა კომპანია ქარხნებს ინარჩუნებს მაგალითად, ინგლისში, ხოლო იმავე ევროპული ქოლგის ქვეშ მყოფ ესპანეთს მხარს არ უჭერს. ქარხნის დახურვა პირდაპირ შეეხება მასში […]

აშშ-ში მინეაპოლისში მომიტინგეებმა რამდენიმე შენობა გადაწვეს

აშშ-ში უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. მომიტინგეები პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებენ. აქციები შტატების სულ მცირე სამ ქალაქში მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე მათგანი გადაწყვეს. პოლიციამ საპასუხო ზომად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მინესოტას გუბერნატორის, ტიმ ვოლზის თქმით, ქალაქში, ძალიან საშიში ვითარებაა. იგი მოსახლეობას დამშვიდებისკენ მოუწოდებს. დემონსტრაციები […]

თურქეთში ტრაბზონთან მეტეორი ჩამოვარდა – ვიდეო

თურქეთში, ტრაპიზონთან ახლოს მეტეორი ჩამოვარდა. ვიდეოს სოციალურ ქსელში twitter თურქული BBC-ავრცელებს. მეტეორი თურქეთის დროით 20:30 წუთზე ჩამოვარდა და მისი ჩამოვარდნის მომენტი სხვადასხვა ობიექტზე დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს.

ტრამპი “ტვიტერს” არჩევნებზე ჩარევაში ადანაშაულებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ტვიტერს” შურისძიებით დაემუქრა, მას შემდეგ რაც სამშაბათს, სოციალური მედიის პლატფორმამ მის განცხადებებზე ფაქტების გადამოწმების გაფრთხილების იარლიყი მიამაგრა. “როგორც პრეზიდენტი, მე ამას არ დავუშვებ” – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა და “ტვიტერს” წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა დააბრალა. სოციალური ქსელები ბოლო დროს მათ პლატფორმებზე ცრუ, გაყალბებული ინფორმაციის გავრცელებას ებრძვიან. “ტვიტერს” ასეთი […]