საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, ახალი ზომები კი 11 მაისიდან ამოქმედდება. კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლის დაწყების შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა საზოგადოებას დღეს გააცნო. თუმცა, პრემიერი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ზომების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება და პროცესი მინიმუმ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. ფილიპის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ბალანსი დაიცვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნასა და თანაბრად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ […]
კატეგორია: მსოფლიო
ბინგ ლუ პარტნიორმა მოკლა – მკვლელობას კოვიდ 19-ის კვლევასთან კავშირი არ აქვს
გამოძიების ინფორმაციით, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ კვლევებში მონაწილე პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ბინგ ლუს მკვლელობა მის საქმიანობასთან კავშირში არ არის. გამომძიებლების ინფორმაციით, ბინგ ლუ „პარტნიორმა ხანგრძლივი უთანხმოების შემდეგ“ მოკლა და ამას მეცნიერის მუშაობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ცნობისთვის, აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. სამართალდამცველების განცხადებით, პროფესორს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და […]
საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები არაკონსტიტუციურად ცნო – რუმინეთში ანარქიას ელიან
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები არაკონსტიტუციურად ცნო. ჯარიმების რაოდენობა, რომელიც 120 მილიონ ევროს აღწევს, პოლიციის მიერ იყო გამოწერილი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ლუდოვიკ ორბანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შოკირებულია“. მისი თქმით, მსგავსი ვერდიქტი ქვეყანაში ანარქიასა და კანონდარღვევებს წაახალისებს. ცნობისთვის, რუმინეთში საგანგებო მდგომარეობა მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა. მას შემდეგ, ქვეყნის პოლიციამ კარანტინის წესების დარღვევისთვის […]
რუსმა მილიარდერმა რუბლიოვკაში თავი მოიკლა
6 მაისს რუსმა მილიარდერმა დმიტრი ბოსოვმა თავი მოიკლა. მისი ცხედარი მისმა მეუღლემ აღმოაჩინა. 5 მაისს ღამით ბოსოვთან კავშირი გაწყდა. ამის გამო მისი ცოლი გაემგზავრა ოჯახის ქალაქგარეთ რეზიდენციაში, რომელიც რუბლიოვკაში სოფელ უსოვოში მდებარეობს. რეზიდენცია 5 ჰექტარზეა გადაჭიმული და მთელ პერიმეტრზე დაცვა აყენია. როდესაც ბოსოვის ცოლი ადგილზე მივიდა, მან, დაცვასთან ერთად, შეამოწმა კამერების ჩანაწერები და აღმოაჩინა, რომ […]
მერკელი – “პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ” – გერმანიაში ყველა მაღაზია იხსნება
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყნის მიზანი, შეენელებინა კორონავირუსის გავრცელება, მიღწეულია. „ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, რომ ვირუსის გავრცელება შენელებულიყო და ჯანდაცვის სისტემა დაგვეცვა. ასე რომ, შესაძლებელი გახდა, შეზღუდვების მოხსნის შემდგომ საკითხებზე შევთანხმებულიყავით“, – განაცხადა მერკელმა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქების ახალი პირობების თანახმად, გერმანიაში ყველა მაღაზიას გახსნის უფლება მისცეს, მათ ყველა შეზღუდვა მოეხსნათ, თუმცა […]
“კოვიდ 19-თან დაკავშირებით მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო” – ამერიკელი პროფესორი მოკლული იპოვეს
აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. სამართალდამცველების განცხადებით, პროფესორს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. პროფესორის სახლთან ახლოს მანქანაში პოლიციამ კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიება ვარაუდობს, რომ მეცნიერი სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ მოკლა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ […]
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა
კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ის მინისტრთა კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, კენჭისყრა კი ესპანეთის პარლამენტში 6 მაისს უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
ბორის ჯონსონი – “ექიმები მზად იყვნენ, ჩემი გარდაცვალება გამოეცხადებინათ”
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამერიკულ გამოცემა the Sun-თან კორონავირუსით ავადმყოფობის და საავადმყოფოში მკურნალობის შესახებ ისაუბრა. ჯონსონის თქმით, ლიტრობით ჟანგბადი დასჭირდა და იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან, ექიმები მზად იყვნენ, მისი გარდაცვალების შესახებ გამოეცხადებინათ. ბორის ჯონსონი კლინიკაში ერთი თვის მანძილზე მკურნალობდა. “არ ვიყავი კარგად და ვიცოდი, რომ ექიმებს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდათ თუ ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა. იღბლიანი აღმოვჩნდი, საავადმყოფოში მუდმივად […]
იტალიაში 4 მაისიდან კარანტინი შემსუბუქდება – რა წერია მინისტრთა საბჭოს ახალ დეკრეტში
იტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის 4 მაისიდან საკარანტინო პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „რა არის 𝟐𝟎𝟐𝟎 წლის 𝟐𝟔 აპრილის 𝐃𝐩𝐜𝐦-ის (მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის დეკრეტის) ახალი წესები? 4 მაისიდან რამდენიმე სიახლეა, მათ შორის: • იმავე რეგიონში მცხოვრებ ახლობლებთან/ნათესავებთან ვიზიტების შესაძლებლობა; • პარკებისა და საზოგადოებრივი ბაღების გახსნა, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულოა შეკრებების თავიდან აცილება (მერებმა შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ […]
ტრამპი – “ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. „ვფიქრობთ, ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-მ პროქტის, Operation Warp Speed-ის, განხორციელება დაიწყო, რომელმაც წლის ბოლოსთვის კორონავირუსის ვაქცინის 200 მილიონი დოზის წარმოება უნდა უზრუნველყოს. ამასთანავე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული […]









