მკვლელობა უკრაინაში – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის სახლში, ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. გამოძიებამ საქმე სუიციდის მუხლით აღძრა, თუმცა მოგვიანებით უკრაინის პოლიციამ განაცხადა, რომ მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. სტარიცკი მეუღლესთან ერთად ყოფილი მინისტრის აგარაკზე წვეულებაზე იმყოფებოდა. უკრაინის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა მოხდა ექს-ჩინოვნიკს ეკუთვნოდა. კოჟარი უკრაინის საგარეო უწყებას 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა. გარდაცვლილი სერგეი სტარიცკი კი მსხვილი სარეკლამო ჰოლდინგის “ატლანტიკ […]
კატეგორია: მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე მათგანი ქვეყნის ჩრდილოთ რეგიონში გარდაიცვალა. დაღუპულთაგან ერთი დაახლოებით 70 წლის მამაკაცია, რომელიც პადუას საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მეორე- ქალია, რომელიც ლომბარდიის რეგიონში დაიღუპა. ცნობისთვის, ეს კორონავირუსის ფატალური შემთხვევების პირველი მაჩვენებელია ევროპაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი ჩრდილოეთ რეგიონებში. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ზოგიერთ ქალაქში […]
იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა
იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ვირუსის სავარაუდო წყარო არის 38 წლის იტალიელი მამაკაცი, რომელიც ჩინეთში არ ყოფილა. ის კორონავირუსით იტალიაში დაინფიცირდა; ვირუსი დაუდგინდა მის ორსულ ცოლს და კიდევ ერთ პირს, რომელმაც მასთან ფეხბურთი ითამაშა. ვირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა ლომბარდიის რეგიონში, ხოლო 2 შემთხვევა – ვენეტოში. დაინფიცირებულებს შორის 5 ექიმია. ხელისუფლებამ […]
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულებთან ერთად კარანტინში დარჩება
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ზორიანა სკალეტსკას თქმით, სოლიდარობის ნიშნად, ის ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად კარანტინს გაივლის. „გადავწყვიტე, რომ შევუერთდები იმ ადამიანებს, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მე მომავალ 14 დღეს მათთან ერთად გავატარებ იმავე ტერიტორიაზე და იმავე პირობებში, როგორშიც ისინი იმყოფებიან“,-განაცხადა მინისტრმა. ზორიანა სკალეტსკას თქმით, მისი იქ ყოფნა დაამშვიდებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ქალაქ ნოვი სანჟარიში ევაკუირებულების […]
გერმანიის ჩილიმ ბარებში 9 ადამიანი მოკლეს – 1 თავდამსხმელი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს
გერმანიის ქალაქ ჰანაუში, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს, სროლა იყო, რის შედეგადაც დაღუპულია 9 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე განხორციელდა, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ჩილიმ ბარებს გაუხსნეს და გაიქცნენ. ქალაქში მობილიზებული იყვნენ პოლიცია და სპეცდანიშნულების ძალები, გადაიკეტა 2 ქუჩა. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ჩართული იყო ვერტმფრენები. შეტევიდან […]
თურქეთში 2 მიწისძვრა მოხდა
თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში მეორე მიწისძვრაა. რამდენიმე საათით ადრე მინისაში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იპნ
ჰააგის სააპელაციო სასამართლომ „იუკოსის“ საქმეზე რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა
ჰააგის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას კომპანია „იუკოსის“ ყოფილი აქციონერების სასარგებლოდ 50 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ განაჩენი „იუკოსთან“ დაკავშირებული სამი კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა, ესენია: „იუკოს უნივერსალი“, „ჰალი ენტერპრაიზი“ და „ვეტერან პეტროლიუმი“. სამივე კომპანიამ დაკარგა თანხა, როდესაც „იუკოსი“ გაკოტრდა. საერთაშორისო არბიტრაჟის ისტორიაში, ეს ყველაზე მსხვილი კომპენსაციაა. ამგვარად, გაუქმდა 2016 წელს საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, […]
კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა
კასპიის ზღვაში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრი ავრცელებს. ბიძგები ადგილობრივი დროით 17:49 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდა, ხოლო ეპიცენტრი – 62 კილომეტრის სიღრმეზე იყო. სანაპიროს გასწვრივ მიმდებარე დასახლებებში ბიძგები 3 ბალით იგრძნობოდა. პირველი
ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო მაღალი თანამდებობის პირი დახვრიტეს
მედიის ინფორმაციით, მაღალჩინოსანი ჩინეთში იმყოფებოდა, საიდანაც დაბრუნების შემდეგ ის დაუყოვნებლივ კარანტინში მოათავსეს. ვრცელდება ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ გადაასახლეს ერთი ჩინოსანი, რომელმაც ხელისუფლებას ჩინეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაუმალა. ჩრდილოეთ კორეას არ დაუდასტურებია მის ტერიტორიაზე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, თუმცა მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კიმ […]
ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდახმა განხორციელდა. ინფორმაციას “ესოშიეთიდ პრესის’’ ავრცელებს. მათივე ცნობისთ, დაღუპულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. თავდასხმა ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეორმოცე დღეს მოხდა, რაც მედიის ცნობით, ეჭვს აჩენს, რომ განზრახ ამ დღეს დაამთხვიეს. ცნობისთვის, ირანის „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში, პენტაგონის მიერ განხორციელებული სამხედრო […]









