კატეგორია: მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრა განმეორდა

თურქეთში მიწისძვრა ისევ განმეორდა. 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ სივრიჯეს პროვინციაში დაფიქსირდა. ჯერ-ჯერობით დაშავებულების შესახებს ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, 24 იანვარს ღამით, თურქეთის ტერიტორიაზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულთა რიცხვი 1500-მდე აღწევს. სამაშველო სამსახურმა 43 ადამიანის ნანგრევევიდან ამოყვანა შეძლო. დანგრეულია 73 შენობაზე მეტი, 500-ზე მეტი კი […]

“მეზობლები სულ მთვრალები დადიან, კორონოვირუსს რომ გადაურჩნენ” – რას ყვება უხანში მცხოვრები ყაზახი არსებულ ვითარებაზე

როგორც ცნობილია, ჩინეთმა რამდენიმე ქალაქი უკვე ჩაკეტა, სადაც ახალი კორონოვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. განსაკუთრებული კარანტინის რეჯიმი მოქმედებს ქალაქ უხანში, რომელიც ვირუსი პირველად იქნა დაფიქსირებული. ქალაქში არსებულ ვითარებაზე BBC-ს ყაზახეთის მოქალაქე მოუყვა, რომლის ვინაობაც არ სახელდება. “23-ში 22:30-ზე აეროპორტი დაიხურა. 24-დან ქალაქში შესვლა და ქალაქიდან გასვლა აკრძალულია. არ მუშაობს მეტრო, ავტობუსები, იშვიათია ტაქსი. იმ ყაზახებმა, ვინც ჩემთან […]

პუტინმა სურკოვი მოხსნა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თავის Telegram არხზე პოლიტოლოგმა ალექსეი ჩეზნაკოვმა, სურკოვის ახლო მეგობარმა დაწერა. მისი თქმით, სურკოვმა გადაწყვეტილება „ უკრაინის მიმართულებით კურსის შეცვლის გამო მიიღო“. ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს. „რამდენიმე თვით ის მედიტაციით დაკავდება, ხოლო შემდეგ წასვლის მიზეზებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრებს“, – წერს პოლიტოლოგი. ვლადისლავ სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ 2013 […]

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 1.015 დაშავდა

ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 1.015-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათაიში გამოიწვია. მათივე ცნობით, ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა. საერთო ჯამში ქვეყნის […]

კორონავირუსმა საფრანგეთშიც ჩააღწია

აშშ-ს შემდეგ კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. პარიზსა და ბორდოში პაციენტებს, ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსით დაავადებულმა ადამიანებმა ჩინეთში იმოგზაურეს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ვირუსის სხვა შემთხვევიბიც გამოვლინდეს საფრანგეთში. პრაიმ ტაიმი

მიწისძვრა თურქეთში – 4 ადამიანი დაიღუპა – ბიძგები სამცხე-ჯავახეთშიც იგრძნეს

თურქული მედიის ცნობით, 24 იანვარს, 21:55 წუთზე თურქეთში, ქალაქ მალატიაში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქი მალატიაა, სადაც 762 000 ადამიანი ცხოვრობს. აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც. ბიძგები იგრძნეს სამცხე-ჯავახეთშიც. პრაიმ ტაიმი

ესპანეთში შტორმ გლორიას 8 ადამიანი ემსხვერპლა

8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შტორმ “გლორიას” ესპანეთში. მაშველები 4 დაკარგულს ეძებენ, დაკარგულებს შორის ერთი ბრიტანეთის მოქალაქეა. აღმოსავლეთ სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ 14 მეტრს მიაღწია. 30-ზე მეტ პროვინციაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 2003 წლის შემდეგ შტორმი “გლორია” ესპანეთში ყველაზე მასშტაბურია. რუსთავი 2

ირანში ქასემ სოლეიმანის მეგობარი გენერალი მოკლეს

ირანში, ნიღბიანმა პირებმა უსაფრთხოების ძალების მეთაური, გენერალი აბდოლჰოსეინ მოჯადამი მოკლეს. მედიის ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსანი, ბაღდადის აეროპორტში მოკლული ქასემ სოლეიმანის მოკავშირე იყო და რევოლუციური გვარდიის ბასიჯის ძალებს ხელმძღვანელობდა. ირანული მედიის ცნობით, მკვლელობა ხუზესტანის პროვინციაში მოხდა, სადაც ნიღბიანმა პირებმა, რომლებიც მოტოკიცლეტებით გადაადგილდებოდნენ, მოჯადამის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბასიჯის დანაყოფები აქტიურად მონაწილეობდნენ მშვიდობიანი […]

აშშ-ში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა. ჩინეთიდან წამოსული ახალი კორონავირუსი ოთხ სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. ვირუსით გამოწვეულმა პნევმონიამ 9 ადამიანი იმსხვერპლა. აღნიშნული ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 400 აჭარბებს. ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში დააფიქსირეს. დაავადების გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები […]

რუსეთის სასტუმროში ცხელი წყლის მილის გასკდომას 5 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ პერმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ცხელი წყლის მილი გასკდა, რის შედეგედაც 5 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 3 ადამიანი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიის ცნობით, სასტუმროს იატაკი მდუღარე წყლით დაიტბორა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.