ტერმინი “პერსონა ნონ გრატა” რუსი დიპლომატების აღმნიშვნელი იარლიყი გახდა. ბოლო წლების განმავლობაში არაერთ რუს დიპლომატს თავის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო მასპინძელი ქვეყნიდან შინ დაბრუნება მოუხდა. მათი გაძევება უმეტესად სხვადასხვა სახელმწიფოში ჯაშუშურ და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ საქმიანობას უკავშირდება. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელთა ბოლოდროინდელი მავნებლობის სია უსასრულოა. არეულობის მოწყობის კამპანია მოლდოვაში, იარაღით მოვაჭრის მოწამვლა ბულგარეთში, სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობა […]
კატეგორია: მსოფლიო
ბორის ჯონსონმა ბრიტანელ ჯარისკაცებს საშობაო სადილი დაურიგა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ესტონეთში ტაპას სამხედრო ბაზაზე ნატო-ს მისიის ფარგლებში მყოფი ბრიტანელი სამხედროები მოინახულა და მათ საშობაო სადილი დაურიგა. ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის ნატო-სადმი ერთგულებას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ რუსეთ-ესტონეთის საზღვრის დაცვა ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან მალე ჩვენს ქვეყანაში ყველა შობას ოჯახის წევრებთან ერთად იზეიმებს, თქვენ კი აქ შორსა და ცივ ადგილას იქნებით. ის, […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა – მის საბოლოო ბედს სენატი გადაწყვეტს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ კანონმდებლებმა კენჭი უყარეს პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რომელიც 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს და კონგრესისთვის ხელის შეშლას, რომელსაც მხარი 229 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 198 აღმოჩნდა. პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც […]
„აი, რას გვიკეთებენ რუსი „მეგობრები“-კრემლის ჯაშუშები კვლავ სკანდალში გაეხვნენ – ვიდეო
ახლახან, YouTube-ში ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, რომ ბელგრადში არსებული რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, სერბეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელს დიდძალ ფულს გადასცემს. ბალკანური მედიის ცნობით, ვიდეო კადრებზე, ბელგრადში რუსეთის სამხედრო ატაშეს ყოფილი მოადგილე გეორგი კლებანია აღბეჭდილი. ვიდეო კადრების ავთენტურობა სერბეთის სადაზვერვო სამსახურმა „ბია“-მ უკვე დაადასტურა. სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ქვეყნის სპეცსამსახურებს ამ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყება დაავალა. […]
ერთადერთ რუსულ ავიამზიდს ცეცხლი გაუჩნდა- დაშავებულია 6 და დაკარგულია 2 მეზღვაური
რუსულ ავიამზიდს, „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა სარემონტო სამუშაოების დროს. გავრცელებული ინფორმაციით 6 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ წერს RUSSIA TODAY. რუსულ ხომალდზე ალი შენიშნეს მაშინ როდესაც ბარენცის ზღვაში, მურმანსკის პორტში იმყოფებოდა დოკზე შეკეთბისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ცეცხლი საწვავს მოედო. ალი მოედო გემზე 600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას,- ინფორმაციას საგანგებო სამსახურები ავრცელებენ. მომხდარის შესახებ […]
ბორის ჯონსონმა მოსახლეობას რძე დაურიგა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დასავლეთ იორკშირის მოსახლეობას რძე დაურიგა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ბორის ჯონსონმა “რძის დამტარებელი კაცის” როლი წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქვეყანაში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოირგო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “კონსერვატორები” თითოეული ხმისთვის იბრძვიან, ვინაიდან არსებობს იმის რისკი, რომ პარლამენტში უმრავლესობა ვერც ერთმა ძალამ ვერ მოიპოვოს. „არ […]
იური ლუჟკოვი გარდაიცვალა
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იური ლუჟკოვი ევროპაში გარდაიცვალა. ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არაა. იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1992 წელს დანიშნა. ამის შემდეგ ის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე სამჯერ 1996, 1999 და 2003 წლებში აირჩიეს.
ლუკაშენკო პუტინს შეხვდა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მინსკში შეხვდა. პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება და ინტეგრაცია იყო. მათი შეხვედრის პარალელურად მინსკში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ რუსეთი უხეშად ერევა ბელარუსის შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე გაჩნდა. მათივე თქმით, ახლა არა ქვეყნების დაახლოება, არამედ რუსეთის მხრიდან ბელარუსის ოკუპაცია […]
ამერიკელმა მეზღვაურმა 2 ადამიანი მოკლა და მერე თავი მოიკლა
საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს
ფრანგული „ლე მონდი“ იუწყება, რომ საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს. როგორც გამოცემა წერს, 15 რუსი ჯაშუში სწორედ საფრანგეთის ალპებიდან აწყობდა ოპერაციებს მთელ ევროპაში. „ლე მონდის“ მტკიცებით, ჯაშუშები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლები არიან. სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ბაზაზე მომუშავე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ შეკვეთილ მკვლელობებზე, საბოტაჟის აქტებზე და ე.წ. მკვდარი საფოსტო ყუთების სისტემის მუშაობაზე, […]










