ალბანეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დილის 4 საათზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ის პანიკური შეტევისას შენობის ფანჯრიდან გადახტა. მედიის ინფორმაციით, მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი პირები გამოიყვანონ. „როიტერსთან“ ადამიანები აცხადებენ, რომ ახლობლებს ვეღარ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ.
კატეგორია: მსოფლიო
ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი გუანგქსის ჟუანგის ავტონომიური რეგიონი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დანგრეულია სახლები. ჯერჯერობით, ოფიციალური ცნობებით, მხოლოდ ერთი ადამიანის დაღუპვა დასტურდება. რამოდენიმე ადამიანის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო
ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო. 77 წლის ბიზნესმენი დემოკრატების ერთ-ერთი კანდიდატია. ტრამპის ახალი კონკურენტი Forbes-ის სიის მიხედვით შტატების მე-8 ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის ნიუ-იორკის მერად 2002 წელს აირჩიეს და ამ პოსტს 11 წლის განმავლობაში იკავებდა. რუსთავი 2
ისრაელის პროკურატურამ პრემიერ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა
ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა. უწყება მაღალჩინოსანს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით ედავება. საქმე სულ სამ საქმეს ეხება. მედიაში გავრცელებული ცნობით, ნეთანიაჰუ მდიდარი ბიზნესმენებისგან მიღებულ საჩუქრებს მხარდამჭერებს უნაწილებდა, სანაცვლოდ კი, პრესაში პოზიტიურ გამოხმაურებას ელოდა. იმედინიუსი
ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო
პარტია “ლურჯისა და თეთრის” ხელმძღვანელმა ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვინ გახდებოდა პირველად პრემიერ-მინისტრი, გარდა ამისა, ნეთანიაჰუს სურდა, მთავრობაში მისი მოკავშირე ულტრა-მართლმადიდებლური პარტიები შესულიყვნენ და კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა ის იყო, რომ ბენი განცმა უარი განაცხადა იმ პრემიერ […]
გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის შვილი ლექციაზე მოკლეს
გერმანიის ექსპრეზიენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ვაჟს ლექციის მსვლელობისას თავს დაესხნენ და მოკლეს. ინციდენტი სამშაბათს ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც ფრიც ფონ ვაიცზეკერი ლექციას ატარებდა. ის ამავე კლინიკის მთავარი ექიმი იყო. სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ლექციაზე მყოფი ერთ-ერთი პირი შეეცადა, თუმცა ბოროტმოქმედმა მასაც მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი დაკავებულია. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია. რიხარდ ფონ ვაიცზეკერი […]
პრაღაში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა
პრაღაში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას 300.000-მდე ადამიანი ესწრებოდა, ადგილობრივი პოლიცია კი აცხადებს, რომ მომიტინგეთა რაოდენობა 200.000 იყო. აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ მანიფესტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსები ინტერესთა კონფლიქტისგან უნდა გათავისუფლდნენ და პატივი სცენ ქვეყანაში მოქმედ კანონებსა და ინსტიტუტებს. ანდრეი ბაბიშს ევროკავშირის ფონდებიდან სუბსიდიის სახით მიღებული 2 მილიონი ევროს […]
ტრამპი – ”გჯერათ, რომ ძილისგუდა ჯო ბაიდენის დასამარცხებლად უკრაინის დახმარება გვჭირდება?”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლუიზიანას შტატში ამომრჩევლის წინაშე წარსდგა, სადაც უკრაინის საკითხზე და იმპიჩმენტის პროცედურაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, მას უკრაინის დახმარება არ სჭირდება საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის დასამარცხებლად. „თქვენ გჯერათ, რომ ჩვენ გვჭირდება უკრაინის დახმარება, რათა ძილისგუდა ჯო ბაიდენი დავამარცხოთ? მე ასე არ ვფიქრობ. ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გამოცდილება არა? მე მაშინ გამოცდილება არ […]
ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიააში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მოლუკის კუნძულებზე დაფიქსირდა. “როიტერის” ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. არსებობს ცუნამის საფრთხე. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა
ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა. მასთან ერთად გადადგა ვიცე პრეზიდენტი ალვარო გარსია ლინერა. თავის გამოსათხოვარ სიტყვაში მორალესმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დღესვე შეწყდება ქაოსი. მან ასევე განაცხადა, რომ გადადგა იმისთვის, რომ ბოლივიაში შეწყდეს ძალადობა, რომელიც ოპოზიციამ გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ევო მორალესის თვითმფრინვმა მოითხოვა არგენტინაში გაფრენის გეგმა. ბოლო ცნობებით, მორალესის ბორტი ელ ალტოს საერთაშორისო აეროპორტიდან […]









