საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ისინი აღარ უნდა დაეყრდნონ შეერთებულ შტატებს, რომ ის დაიცავს ნატო-ს მოკავშირეებს.ემანუელ მაკრონი The Economist-თან ინტერვიუში, სირიაში შეერთებული შტატებისა და თურქეთის მოქმედებებს აკრიტიკებს. „ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი“,- აცხადებს მაკრონი. მისი თქმით, ევროპა „უფსკრულის პირასაა“ და ის თავად უნდა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ ძალად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები […]
კატეგორია: მსოფლიო
ამსტერდამის აეროპორტიდან მადრიდის ბორტის გატაცება სცადეს
ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში სავარაუდოდ თვითმფრინავის გატაცება სცადეს, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, მგზავრთა ასვლის დროს მფრინავმა განგაშის ღილაკი აამოქმედა. აღნიშნულ მომენტში, ლაინერის ბორტზე 27 მგზავრი იმყოფებოდა. ინციდენტის დეტალები ჯერ უცნობია. ამასთან, სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ მგზავრების და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავის ბორტზე საეჭვო სიტუაციის შექმნას ადასტურებს ნიდერლანდების სამხედრო პოლიცია. თუმცა უწყებაში არ […]
ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ირანში, ჰორმოზგენის პროვინციაში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი რყევები დღეს, 11:10 წუთზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის, ცნობები დაზარალებულთა შესახებ არ ვრცელდება.
კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი მოკლული იპოვეს
ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი რიკარდო მარკეს ფერეირა გუშინ, გვიან ღამით ციურიხის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკცი სასტუმროს თანამშრომელმა აღმოაჩინა. მისი თქმით, სტილისტი სისხლიან ლოგინში იწვა, ოთახში კი ალკოჰოლის სუნი იდგა. ფერეირას სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. ნიუპოსტი
იაპონიის პრემიერის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, დღეს, როდესაც იაპონიის მთავრობის მეთაური ტაილანდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტზე დასასწრებად მიფრინავდა, თვითმფრინავის უკანა ნაწილში ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც ეკიპაჟის წევრები სადილს ამზადებდნენ. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. პრემიერ-მინისტრის „ბოინგი“ იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ბალანსზეა, რომელიც ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა.
პაკისტანში მატარებელს ხანძარი გაუჩნდა – 46 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია. როგორც ცნობილია, მატარებელს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მგზავრების მცდელობის დროს, საუზმე მოემზადებინათ, გადასატანი გაზქურა აფეთქდა. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. მედიის ცნობით, მატარებელი სამხრეთ ქალაქ კარაჩიდან რავალპინდში მიემგზავრებოდა. სავარაუდოდ, ვაგონები გადატვირთული იყო.
მიწისძვრა ფილიპინებში – 5 ადამიანი დაიღუპა
ფილიპინებში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. მიწისძვრა კოტაბატოს პროვინციაში, ქალაქ ტულინანის ჩრდილო-აღმოსავლეთის დაახლოებით 33 კილომეტრში მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს 16 ოქტომბრის შემდეგ ფილიპინებში მომხდარი მესამე ძლიერი მიწისძვრაა. 16 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.3-მაგნიტუდა შეადგინა, 29 ოქტომბერს კი ქვეყანაში 6.6 -მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სამივე […]
ერდოღანი სომეხთა გენოციდის აღიარებაზე – ”ეს თურქი ხალხის უდიდესი შეურაცხყოფაა”
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხს ეხმაურება და მას „უსარგებლოს“ და „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს. „აქედან მინდა მივმართო აშშ-ს საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს: ეს უსარგებლო ნაბიჯია და ჩვენ მას არ ვაღიარებთ. ეს, ჩვენი აზრით, თურქი ხალხისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა“,-განაცხადა ერდოღანმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში. მისივე განცხადებით, კენჭისყრა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. […]
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მასთან ჩანერგილმა ინფორმატორმა გასცა – ის 25 მილიონ დოლარს მიიღებს
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილმდებარეობის და მის შესახებ სხვადასხვა ცნობების გადაცემისთვის ინფორმატორს აშშ 25 მილიონ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ინფორმატორი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ირიცხებოდა და სირიაში, კერძოდ, იდლიბის პროვინციაში დაჯგუფების ლიდერის გადაადგილებას და სხვადასხვა ადგილში მის თავშესაფარს უზრუნველყოფდა. ის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის ნდობით აღჭურვილი პირი […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. დოკუმენტს 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგ წავიდა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნულია, „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მნიშვნელოვანია, რომ გენოციდი ოფიციალურად იყოს აღიარებული“. მსგავსს რეზოლუციებს კონგრესმენები წლების განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე აქამდე არასდროს გაუტანიათ.









