ადამიანები, რომელთა ცხედრებიც ესექსში, სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან. პოლიცია აგრძელებს 25 წლის მძღოლის, მო რობინსონის დაკითხვას, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ ორ სახლში რეიდი განახორციელა „ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების გამოვლენის მიზნით“. შეგახსენებთ, გუშინ ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა. იპნ
კატეგორია: მსოფლიო
სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვნეს, ინგლისში ბელგიიდან შევიდა
ესექსის ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვნეს, ბრიტანეთში ბელგიის საპორტო ქალაქ ზეიბრუგიდან შევიდა. ჯერჯერობით, პოლიციას გარდაცვლილთა ვინაობა არ დაუდგენია, თუმცა მათი ცნობით, 25 წლის მძღოლი, სახელად მორის რობინსონი, ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა. ცნობები, მისი დაკავების შესახებ CNN-ს მორის რობინსონის მამამ დაუდასტურა. როგორც ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილობრივი საბჭოს წევრი აცხადებს, რობინსონი „არაჩვეულებრივი […]
ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა – მანქანა ბულგარეთიდან ჩავიდა
ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა. სავარაუდოდ, მანქანა ბულგარეთიდან ესექსის საგრაფოში ოთხშაბათს ჩავიდა. პოლიციის ცნობით, დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც 25 წლისაა და ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა. „ჩვენ ვცდილობთ მსხვერპლთა ვინაობა დავადგინოთ, თუმცა ვეჭვობ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება“, – განაცხადა ესექსის პოლიციის ხელმძღვანელმა. სამართალდამცავების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი, თინეიჯერია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტვიტერში დაწერა: „შეძრწუნებული ვარ […]
კიევის ცენტრში ყუმბარა აფეთქდა – 2 ადამიანი დაიღუპა
კიევის ცენტრში, პუშკინსკის ქუჩაზე მომხდარი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ორი მამაკაცი ბარის გარეთ საუბრობდა, როდესაც ყუმბარა აფეთქდა. თვითმხილველის ვარაუდით, მამაკაცები ყუმბარას ამოწმებდნენ. კიდევ ერთმა ქალმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მრავლობითი დაზიანებები მიიღო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ
პუტინმა და ერდოღანმა 10-პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 6 საათისა და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რეჯებ თაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი მთელი ამ დროის განმავლობაში პირისპირ საუბრობდნენ. მათ 10-პუნქტიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წაიკითხეს. შეთანხმების თანახმად: 1. ორივე მხარე თანხმდება, რომ მხარს უჭერენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკური ერთიანობის […]
პომპეო – ”თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოვიყენებთ, თუ საჭირო გახდა”
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად იქნება სამხედრო ძალა გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა მისი თქმით, მას „მშვიდობა ურჩევნია“. „ჩვენ ქურთებთან ერთად დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ეს მათი დამსახურებაც იყო, ეს შეერთებული შტატების დამსახურება იყო მსოფლიო კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ თურქეთის შეჭრა სირიაში მოხდა ტრამპის სურვილის […]
რუსულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა რაკეტის გაშვება ვერ შეძლო
რუსულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სამხედრო წვრთნებში, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა, გასულ კვირას ვერ შეძლო გაეშვა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ინფორმაციას „როიტერსი“, „ვედომოსტი“ და სხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ. ბირთვულმა წყალქვეშა ნავმა კ-44 რიაზანმა, რომელიც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდია, 17 ოქტომბერს ოხოტსკის ზღვიდან ორი რ-29რ ბალისტიკური რაკეტის გაშვება სცადა, თუმცა მხოლოდ ერთი გაისროლა. სამხედრო […]
ირანში 5,6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
ირანის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბანდარ აბასისგან 110 კილომეტრში 5,6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახური ავრცელებს. ეპიცენტრში შოკების ინტენსივობის მიხედვით, სეისმური მოვლენა შეფასებულია, როგორც “ძალიან ძლიერი”. ევრო-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის თანახმად, მიწისძვრა იგრძნობოდა არა მხოლოდ ირანში, არამედ დოჰაში (ყატარი), აბუ დაბიში და დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები). ჯერჯერობით, ცნობები […]
კასპიის ზღვაში 4.3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
მედვედევი – ”ნატოს მიერ ჩვენს შემოგარენში ბაზების განთავსებას ვუპასუხებთ პოლიტიკურადაც და სამხედრო გზითაც“
რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ რუსეთთან ახლოს, არ შეიძლება დადებითი ემოციები გამოიწვიოს. მისივე თქმით, მოსკოვი მსგავს ნაბიჯებს პოლიტიკური და „სამხედრო გზით“ უპასუხებს. „არავინ გამორიცხავს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები აქვს საკუთარი უსაფთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მძლავრი, ატომური ქვეყანა ვართ და ნატო-ს სურვილმა განათავსოს თავისი ბაზები უშუალოდ ჩვენს შემოგარენში, არ შეიძლება […]








