სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვნეს, ინგლისში ბელგიიდან შევიდა

სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვნეს, ინგლისში ბელგიიდან შევიდაესექსის ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვნეს, ბრიტანეთში ბელგიის საპორტო ქალაქ ზეიბრუგიდან შევიდა. ჯერჯერობით, პოლიციას გარდაცვლილთა ვინაობა არ დაუდგენია, თუმცა მათი ცნობით, 25 წლის მძღოლი, სახელად მორის რობინსონი, ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა. ცნობები, მისი დაკავების შესახებ CNN-ს მორის რობინსონის მამამ დაუდასტურა.

როგორც ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილობრივი საბჭოს წევრი აცხადებს, რობინსონი „არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა“. ოთხშაბათს, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადარმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, რომ თუ დადგინდა, რომ სატვირთო მანქანამ ირლანდიაში გაიარა, გამოძიება ჩატარდება.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა.

იპნ