კატეგორია: მსოფლიო

მიწისძვრამ ათენში 2 შენობა დაანგრია – 3 ადამიანი დაშავდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა საბერძნეთში. ბიძგების სიმძლავრემ, რომელიც ყველაზე მეტად ათენსა და მის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში იგრძნობოდა, 5 მთელი 1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრას დედაქალაქში ნგრევა მოჰყვა. მთლიანდ ჩამოინგრა ორი შენობა, რამდენიმე კი დაზიანდა, მათ შორის ქვეყნის პარლამენტის შენობაც. წინასწარი მონაცემებით, ბიძგების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი და საკომუნიკაციო ხაზებიც. რეგიონში ბიძგები ამ დრომდე გრძელდება, ყველაზე ძლიერი […]

აშშ-ში მოქალაქეობის მისაღები ტესტი ჩასწორდება

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური მოქალაქეობის მიღების ტესტს ჩაასწორებს. ამის შესახებ განცხადება იმიგრაციის სამსახურის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ცვლილებები აშშ-ს ხელისუფლებას მოქალაქეობის მსურველის ცოდნის უკეთ შეფასების საშუალებას მისცემს. იმიგრაციის შესახებ კანონის 312 მუხლის თანახმად, მოქალაქეობის მაძიებლებს ევალებათ „ინგლისურად წერა-კითხვის ცოდნა“, „აშშ-ს ისტორიის, პრინციპებისა და სახელმწიფო წყობის საფუძვლების ცოდნა“. ცვლილებები ძირითადად ტესტის სალაპარაკო ნაწილს შეეხება […]

საჰაერო აკრძალვიდან 10 დღეში საქართველო ძალიან შეიცვალა – რუსი ექსპერტი

რუსი ექსპერტი, სერგეი კოლიასნიკოვი FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე ირონიულად და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა , რომ საქართველომ რუსეთთან 10 დღიანი დიპლომატიური დაპირისპირებით მნიშვნელოვნად იზარალა. ,,სწრაფი და რეალური მოქმედება საქართველოს მაგალითზე. საჰაერო მგზავრობის აკრძალვიდან 10 დღე გავიდა, რომლის შემდეგაც , ტურისტთა რაოდენობა ძალიან შემცირდა – ცარიელია ბაზრები, კაფეები, რესტორნები, ცარიელია ჯიბეები, თუმცა უკვე კონსტრუქციულად […]

შერემეტიევოში მოსკოვი-ერევნის ბორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა – 8 ადამიანი დაშავდა – ვიდეო

მოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტში „ნორვინდის“ თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ავიაკომანია „ნორვინდი“ მოსკოვი-ერევნის რეისს ასრულებდა. სალონში უცნაური სუნი იგრძნობოდა, რის გამოც ხომალდის მეთაურმა აეროპორტის დისპეტჩერებს აცნობა. ევაკუაციისას დაშავდა 8 ადამიანი, ორი მათგანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. თვითმფრინავში სხვადასხვა მონაცემებით 179-დან 187 ადამიანამდე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავიალაინერმა აფრენა მფრინავის კაბინაში კვამლის გამო შეაჩერა, თუმცა საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა თვითმფრინავში ცეცხლის […]

ერაყში თურქი დიპლომატი რესტორანში მოკლეს

ერაყში თურქი დიპლომატი მოკლეს. თავდასხმა ქალაქ ერბილში მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი რესტორანში გახსნეს, სადაც თურქეთის კონსულის მოადგილე თანმხლებ პირებთან ერთად სადილობდა. გავრცელებული ცნობით, სროლის დროს დაიღუპა კიდევ ერთი მოქალაქეც, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით, უცნობია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დრომდე, არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა რეგიონში ქურთი მებრძოლები მოქმედებენ. ანკარაში უკვე განაცხადეს, რომ დიპლომატის მკვლელობის გამო შურს […]

ბალიზე 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დაზიანდა შენობები

ბალიზე მომხდარ 6-მაგნიტუდიან მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინდონეზიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო სასტუმრო ნუსა დუას შესასვლელი, რამდენიმე ნაგებობა და სკოლის შენობები დაზიანდა. მიწისძვრა გამთენიისას ადგილობრივი დროით 08:18 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ნუსა დუადან სამხრეთ-დასავლეთით 83 კილომეტრის მოშორებით იყო. მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის სხვა ნაწილებზეც იგრძნობოდა. ამ ეტაპზე ზარალს ითვლიან. იმედინიუსი

ზელენსკის კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვა

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის კორტეჟის მანქანები ზაპოროჟიეს ოლქში ავარიაში მოყვნენ. თვით პრეზიდენტი მანქანით არ მგზავრობდა, ის დედაქალაქში თვითმფრინავით დაბრუნდა. პრეზიდენტის კორტეჟის მანქანები ცდილობდნენ ავტობუსების კოლონის გასწრებას და ამ დროს კორტეჟის მიკროავტობუსი ფოლკსვაგენ ტრანსპორტერი, რომელშიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები ისხდნენ, იმავე მიმართულებით მოძრავ ორ ავტომობილს დაეჯახა. ერთი ავტობუსი გზიდან გადავიდა. ავტობუსებში ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც კურორტებიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. […]

შვედეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – 9 ადამიანი დაიღუპა

შვედეთის ჩრდილოეთით, ერთმოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 9ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ადმინისტრაცია ავრცელებს. GA8 Airvan-ის მოდელის თვითმფრინავი ვესტერბოტენის რეგიონში ქალაქ უმეოსთან ახლოს ჩამოვარდა. მის ბორტზე პარაშუტისტები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. იპნ

აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ჩამოყალიბდა იმ სანქციებზე, რომელთაც თურქეთს დაუწესებს რუსეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო. სანქციების შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ცნობით, წყაროები არ აკონკრეტებენ, რა სანქციაზეა საუბარი. ის ჯერ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა დაამტკიცოს. როგორც ცნობილია, თურქეთმა პარასკევიდან დაიწყო რუსული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს „С-400“-ის კომპონენტების […]

მანჰეტენი 5 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი

ნიუ-იორკის ცენტრში იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა. მანჰეტენზე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო. ავარია, რომლის შედეგად ჯამში 70 000-მდე ობიექტი დენის გარეშე დარჩა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სამსახურები ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია და ენერგიის გათიშვის საფრთხე აღარ არსებობს. ელექტროენერგიის გათიშვამ ბიზნეს და კულტურული დაწესებულებების გარდა ტრანსპორტის შეფერხებაც გამოიწვია. რამდენიმე […]