კატეგორია: მსოფლიო

ამერიკის სასამართლომ ბაიერი 2 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ამერიკის სასამართლომ ბაიერი 2 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ამერიკის სასამართლომ გერმანული ქიმიური და ფარმაცევტული კონცერნი ბაიერი პასუხისმგებლად ცნო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი შვილობილი კომპანიის მონსანტოს მიერ წარმოებულმა ჰერბიციდმა მეუღლეებში ონკოლოგიური დაავადება გამოიწვია. მსაჯულთა სასამართლომ კალიფორნიაში ბაიერს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის (1.78 მილიარდი ევრო) კომპენსაციის გადახდა დაავალა წყვილისთვის, რომელიც კონცერნის კუთვნილ კომპანიას შხამიანი ჰერბიციდის წარმოებაში ადანაშაულებს. ბრალდების მხარე შეეცადა დაერწმუნებინა ნაფიცი მსაჯულები, რომ […]

მერკელის თვითმფრინავს აეროპორტის მანქანა დაეჯახა

მერკელის თვითმფრინავს აეროპორტის მანქანა დაეჯახა

სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დორტმუნდში ჩაფრინდა, ინციდენტის შედეგად დაზიანდა. აეროპორტის სახმელეთო სამსახურის ავტომანქანა პარკირებულ თვითმფრინავს Global 5000-ს შეეჯახა. ამის შესახებ „ბილდი“ იუწყება. შეჯახების მომენტში მერკელი თვითმფრინავში არ იმყოფებოდა. მასში მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იჯდა. ისინი არ დაშავებულან. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ავტოტრანსპორტის თვითმფრინავთან შეჯახების მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება. გამოცემის წყაროს ცნობით, ავტომანქანის […]

აშშ-მ სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა

აშშ-მ სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა

აშშ-მა სპარსეთის ყურეში დამატებითი შეიარაღება გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით საბრძოლო გემები და პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემა გაიგზავნა. ამის შესახებ განკარგულებას პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუ სად განთავსდება საბრძოლო შეირაღება. ვაშინგტონმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-სა და […]

“ამდენი იარაღი არასდროს მინახავს” – ლოს ანჯელესის პოლიციამ ერთ-ერთ სახლში 1.000 ცალზე მეტი იარაღი იპოვა

"ამდენი იარაღი არასდროს მინახავს" - ლოს ანჯელესის პოლიციამ ერთ-ერთ სახლში 1.000 ცალზე მეტი იარაღი იპოვა

ლოს ანჯელესის პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ სახლში იარაღის ნამდვილი არსენალი აღმოაჩინა. დაკავებულია 57 წლის დამიენ საენსი, რომელიც თავის სახლში 1.000 ცალზე მეტ იარაღს ინახავდა. სამართალდამცხვებმა სახლში უამრავი სამხედრო ტანსაცმელიც აღმოაჩინეს. საენსი სახლში მარტო ცხოვრობს. მას უკვე არაერთი ბრალდება წაუყენეს და 50.000 დოლარის ოდენობის გირაო დაუნიშნეს. “პოლიციაში 31 წლის მანძილზე მსახურების დროს ასეთი რაოდენობის იარაღი არასდროს მინახავს”, […]

მიანმარში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

მიანმარში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჯერჯერობით პოლიციას დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ამ დროისთვის დგინდება. მიკრობლოგ Twitter-ზე @ HaB138- ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავი მნიშვნელოვნად დაზიანდა. აიპრესი

იტალიის ქალაქში სახლები 1 ევროდ იყიდება

იტალიის ქალაქში სახლები 1 ევროდ იყიდება

სიცილიის ქალაქ მუსომელიში სახლის ყიდვა სულ რაღაც ერთ ევროდაა შესაძლებელი. სიმბოლურ თანხად ამ დროისთვის 100 სახლი იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sun-ი ავრცელებს. უახლოეს მომავალში კი მათ კიდევ 400 სახლი დაემატება. თუმცა მყიდველებს ქალაქის მმართველობა ერთადერთ პირობას უყენებს. ახალი მფლობელი ვალდებულია ერთ ევროდ შეძენილი სახლი გაარემონტოს. კვადრატული მეტრის აღდგენითი სამუშაო კი 107 დოლარი ჯდება. ამ გზით სიცილიის […]

მექსიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა – 14 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა - 14 ადამიანი დაიღუპა

თვითმფრინავმა Bombardier Challenger 601 მექსიკის კოაუილას შტაშის მთიან რეგიონში კატასტროფა განიცადა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე ეკიპაჟის 3 წევრი და 11 მგზავრი იმყოფებოდა. მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და 14 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს. თვითმფრინავი ლას-ვეგასიდან მონტერეიში მიემართებოდა. თვითმფრინავი რადარებიდან კოალუილას შტატის მონკლოვას ტერიტორიის თავზე გაქრა.

პრინც ჰარის და მეგან მარკლს ვაჟი შეეძინათ

პრინც ჰარის და მეგან მარკლს ვაჟი შეეძინათ

ბრიტანეთის პრინც ჰარის და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს ვაჟი შეეძინათ, ეს მათი პირველი შვილია. ჰარისა და მეგანის ვაჟი, დედოფალ ელისაბედ II-ის მერვე შვილთაშვილი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში რიგით მეშვიდეა, მის წინ არიან ბაბუა – პრინცი ჩარლზი, ბიძა – კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი, უილიამის შვილები – ჯორჯი, შარლოტა და ლუისი და პატარა პრინცის მამა – […]

შერემეტიევოში ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში მგზავრმა ვიდეო გადაიღო – ვიდეო

შერემეტიევოში ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში მგზავრმა ვიდეო გადაიღო - ვიდეო

შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის ამსახველი ბევრი ვიდეო გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი თავად ბორტზეა გადაღებული და იქ ამტყდარ პანიკას გადმოსცემს. 5 მაისს თვითმფრინავმა, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა, პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა. ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, მეორე ცდაზე კი საფრენ ბილიკზე შასით დაეცა, შემდეგ ბილიკს ცხვირი […]

ისრაელი-ღაზის ავიაიერიშებისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელი-ღაზის ავიაიერიშებისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელსა და პალესტინას შორის საჰაერო იერიშებისას დაღუპულთა რიცხვი იზრდება.CNN-ის ცნობით, ორივე მხარეს 24 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 4 ისრაელელი და 20 პალესტინელი. განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ პალესტინის მთავრობის წარმომადგენლები. მაღალჩინოსნების თქმით, ისრაელის ავიაიერიშებს 27 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 14 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მიუხედავად, ისრაელის პრემიერმინისტრმა ღაზის სექტორზე ინტენსიური იერიშების ბრძანება გასცა. საპასუხო იერიშების შედეგად რაკეტებმა […]