ტრამპი კუბელ სამხედროებს დაემუქრა – “სასწრაფოდ წადით ვენესუელიდან”

ტრამპი კუბელ სამხედროებს დაემუქრა - "სასწრაფოდ წადით ვენესუელიდან"ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

ის კუბელი სამხედროების ჩარევას შეეხო ვენესუელის საქმეებში.

“თუ კუბელი სამხედროები სასწრაფოდ არ შეწყვეტენ სამხედრო მოქმედებებს ვენესუელის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, მაშინ გამოვიყენებთ სრულ ემბარგოს და უმკაცრეს სანქციებს კუბის წინააღმდეგ.

იმედია, ყველა კუბელი სამხედრო სწრაფად და მშვიდობიანად დაბრუნდება თავის სამშობლოში” – დაწერა 1 საათის წინ ტრამპმა ტვიტერში.