კატეგორია: მსოფლიო

აფეთქება კაიროს ვაგზალზე – 7 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა

აფეთქება კაიროს ვაგზალზე - 7 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ცენტრალური რკინიგზის სადგურში, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მატარებელი დეპოდან დიდი სიჩქარით გამოვიდა და პლატფორმას შეეჯახა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა და ხანძარი სადგურის ერთ-ერთ შენობაზე გადავიდა. როგორც ტელეარხი Sky News Arabia იუწყება, მომხდარის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. იპნ

წყალდიდობა საბერძნეთში – დაიღუპა 1 ადამიანი

წყალდიდობა საბერძნეთში - დაიღუპა 1 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა წყალდიდობას საბერძნეთში. კუძულ კრეტაზე გადაუღებელ წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 1 ადამიანი, მაშველები რამდენიმე დაკარგულს ეძებენ. სტიქიას რეგიონში ნგრევაც მოჰყვა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. ადიდებულმა მდინარემ 111 წლის წინ აშენებული ხიდი დაანგრია, რომელიც რეგიონის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა.

ირანის საგარეო მინისტრი ჯავად ზარიფი გადადგა

ირანის საგარეო მინისტრი ჯავად ზარიფი გადადგა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მოულოდნელი განცხადება მუჰამედ ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით გააკეთა. მან საკუთარი მოვალეობების შესრულების დროს დაშვებული ხარვეზებისთვის ბოდიში მოიხადა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება ირანის მთავარმა დიპლომატმა. ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თეირანსა და სხვა სახელმწიფოებს შორის შეთანხმების მიღწევაში. ირანის პრეზიდენტმა მისი გადადგომის მოთხოვნა […]

სომხეთში მთავრობის შენობა იწვის

სომხეთში მთავრობის შენობა იწვის

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერევანში სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარია, ადგილზე 6 საჯანძრო ბრიგადაა მობილიზებული. „მთავრობის შენობიდან #1 განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 09:03 საათზე შემოვიდა. ხანძარი მეორე კატეგორიის სირთულეს წარმოადგენს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. მეტრონომი

ბანგლადეშში დაკა-დუბაის რეისის თვითმფრინავი გაიტაცეს

ბანგლადეშში დაკა-დუბაის რეისის თვითმფრინავი გაიტაცეს

უცნობმა პირებმა ბანგლადეშის ავიახაზების „Biman Bangladesh Airlines“ -ის კუთვნილი თვითმფრინავი გაიტაცეს. საინფორმაციო პორტალ „Bdnews24“-ისინფორმაციით, ფაქტი ბანგლადეშის ქალაქ ჩატოგრამის აეროპორტში მოხდა. პორტალის ცნობით, თვითმფრინავი დაკადან დუბაის მიმართულებით რეისს ასრულებს, რომელმაც შუალედური დაშვება სწორედ ჩატოგრამის აეროპორტში განახორციელა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თვითმფრინავი სწორედ მაშინ გაიტაცეს, როდესაც აღნიშნულ აეროპორტში დაეშვა. მინისტრის განცხადებით, ბოროტმოქმედებმა მძევლად აიყვანეს თვითმფრინავის ბორტზე […]

მედელინში პაბლო ესკობარის 8 სართულიანი სახლი დაანგრიეს – ვიდეო

მედელინში პაბლო ესკობარის 8 სართულიანი სახლი დაანგრიეს - ვიდეო

კოლუმბიის ქალაქ მედელინში პაბლო ესკობარის ერთ-ერთი ყოფილი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. მის ადგილზე ნარკომოვაჭრის მსხვერპლთა მემორიალი აშენდება. ამის შესახებ BBC წერს. „მონაკოს შენობის“ სახელით ცნობილი 8-სართულიანი სახლი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით საჯაროდ დაანგრიეს. შენობის ნგრევის პროცესს თვალს ესკობარის მსხვერპლთა ოჯახის წევრები და ნათესავები ადევნებდნენ. პაბლო ესკობარი აშშ-ის ტერიტორიაზე შეტანილი კოკაინის 80%-ს აკონტროლებდა. „კოკაინის მეფედ“ წოდებული ესკობარი ყველაზე მდიდარი […]

ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა

ტრამპმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა გაერო-ში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი კრაფტის კანდიდატურა წარადგინა. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ კელი კრაფტს, კანადაში ჩვენს ელჩს, წარვადგენ გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე. კელიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა თავის ამჟამინდელ პოსტზე. ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა გაერო-ში უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი,“ – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერის  საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გაერო-ში აშშ-ის ელჩი, […]

იაპონიაში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში, ხოკაიდოს კუნძულზე მაგნიტუდით 5,8 მიწისძვრა მოხდა. NHK-ს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, 74 საცხოვრებელი სახლი წყალმომარაგების გარეშე დარჩა, რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ შეფერხებულია. დღეს, ასევე ეკვადორში მაგნიტუდით 7,7 მიწისძვრა მოხდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. პირველი

ეკვადორში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 10:17 საათზე, ქალაქ პალორადან 132 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 152 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ამ ეტაპზე ინფორმაცია ნგრევაზე და მსხვერპლზე არ გავრცელებულა. იპნ

ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის მთავრობა დაითხოვა

ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა. ნურსულთან ნაზარბაევის მთავარი პრეტენზია მინისტრთა კაბინეტთან იყო ის, რომ მთავრობამ ვერ შეძლო დასახული ეკონომიკური ამოცანების განხრციელება. ექსპერტებს მიაჩნიათ რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების უკმაყოფილების დონე შეამციროს. ის რომ მთავრობა უნდა გადამდგარიყო ნაზარბაევმა 20 თებერვალს განაცხადა, ხუთშაბათს კი ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას. პრეზიდენტის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა ვერ შეძლო მათ მიერ ინიცირებული […]