ვენესუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს განცხადებით, შეიარაღებული ძალები მალე მის მხარეს გადავლენ. ამის შესახებ ხუან გუაიდომ გერმანულ ტელეარხ ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჯარისკაცების 75-80% ისე ცხოვრობს, როგორც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი – შიმშილსა და სასოწარკვეთილებაში. მათი ხელფასი საკმარისი არ არის ოჯახების სარჩენად. უკმაყოფილება ყველგან ერთი და იგივეა. სამხედროებს შორის გვაქვს მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე […]
კატეგორია: მსოფლიო
ფილიპინებზე კათოლიკურ ეკლესიასთან 2 ბომბი აფეთქდა – დაიღუპა 19 ადამიანი, დაშავდა 42
ფილიპინებზე, ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიასთან ორი ბომბი აფეთქდა. დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი და დაშავდა 42. აფეთქება ფილიპინების სამხრეთით მდებარე კუნძულ ხოლოზე მოხდა. პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 08:45 სთ.-ზე მოხდა, როდესაც საკვირაო მესა მიმდინარეობდა. ტერაქტის ადგილზე პოლიცია და სამხედროები მოვიდნენ, რა დროსაც ეკლესიის მახლობლად მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია. ტერქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით […]
ანტალიის აეროპორტს ტორნადომ გადაუარა – დაშავდა 12 ადამიანი
ანტალიის საერთაშორისო აეროპორტს ტორნადოების სერიამ გადაუარა. ქარიშხალმა ავტობუსი გადააბრუნა, რომელსაც მგზავრები თვითმფრინავამდე მიჰყავდა. გავრცელებული ცნობით, დაშავდა 12 ადამიანი. ძლიერმა ქარმა თვითმფრინავის ტრაპიც გაიტაცა. თურქეთის სანაპირო ქალაქში უამინდობა უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. ანტალიაში ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევს.
გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს
გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლას ზრდიან. სამი ქვეყანა აცხადებს, რომ ვენესუელის დროებით მმართველად ხუან გუაიდოს დაუჭერენ მხარს, თუ ნიკოლას მადურო 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არ დანიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინა ფიტცმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვენესუელელ ხალხს უფლება აქვს თავისუფლად და […]
ესპანეთში 100 მეტრიან ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ჟულიენის ცხედარი იპოვეს
ესპანეთში დაკარგული 2 წლის პატარა ჟულიენის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია ქალაქ მალაგის მახლობლად 23 იანვრის შემდეგ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. პატარა ბიჭი 25 სანტიმეტრის სიგანის და 100 მეტრის სიღრმის ხვრელში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ოჯახი პიკნიკზე იმყოფებოდა. მაშველებმა ბავშვთან მისაღწევად პარალელური გვირაბი გათხარეს, ცხედარს კი მხოლოდ დღეს გამთენიას მიაკვლიეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ადგილზე ერთი თვის წინ […]
აშშ-ში ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა დროებით განაახლა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც 15 თებერვლამდე ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფას ითვალისწინებს. აშშ-ში ე.წ.შათდაუნი, ანუ ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება 35 დღე გრძელდებოდა. აშშ-ს პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ყველა ფედერალური უწყების მუშაობა განახლდება, ხოლო სახელმწიფო მოხელეები ხელფასს მიიღებენ. აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა მოაწერა. „ტვიტერის“ საკუთარ […]
ტრამპის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი როჯერ სტოუნი დააკავეს
ფლორიდაში დონალდ ტრამპის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი და დიდი ხნის მოკავშირე როჯერ სტოუნი დააკავეს. ის გფბ-მ საკუთარ სახლში გამთენიისას აიყვანა. პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს 7 პუნქტიანი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ცრუ ჩვენებისა და მოწმეზე ზეწოლისთვის. დონალდ ტრაპის გარემოცვის რუსეთთან კავშირებს სპეცპროკურორის, რობერტმალერის კომისია იძიებს. გავრცელებული ცნობით, მალერი პრეზიდენტისა და სტოუნის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით ჯერ კიდევ […]
ვენესუელა – გუაიდო მადუროს ამნისტიას დაპირდა
ვენესუელას გარდამავალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ამნისტიას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში თუ ის საკუთარი ნებით უარს იტყვის ხელისუფლებაზე. ამის შესახებ ხუან გუაიდომ ტელეარხ Univision-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ამგვარი რამ გარდამავალ პერიოდში ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია არაფრის გამორიცხვა. ამნისტია გარანტირებული იქნება ყველასთვის, ვინც კანონის მხარეს დადგება და ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას“, – […]
აშშ-ში დაკავებული ირანელი ტელეწამყვანი გაათავისუფლეს
აშშ-ში დაკავებული Press TV-ის წამყვანი მარზიე ჰაშემი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ირანული ტელეარხი ტელეწამყვანის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შაჰემი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს და ამჟამად ის ვაშინგტონში თავის ოჯახთან ერთად იმყოფება. ჟურნალისტი 13 იანვარს სენტ-ლუისის აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ვაშინგტონში საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. Press TV-ის ცნობით, აშშ-ში დაბადებული მარზიე ჰაშემი იქ თავისი […]
დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ BBC წერს. ათი ათასობით ვენესუელელი ქვეყნის ქუჩებში პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ მასობრივ დემონსტრაციებს მართავს. საპროტექსტო აქციებისას ბოლო მონაცემებით ოთხი ადამიანი დაიღუპა. ხუან გუაიდომ 23 იანვარს საკუთარი თავი ვენესუელას პრეზიდენტად გამოაცხადა. ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით 2018 წლის მაისში აირჩიეს. 56 წლის ლიდერმა საპრეზიდენტო ფიცი მეორედ 10 იანვარს დადო. ამერიკის […]










