კატეგორია: მსოფლიო

აშშ-მ სანქციები გაზპრომის ხელმძღვანელ მილერსაც დაუწესა

აშშ-მ სანქციები გაზპრომის ხელმძღვანელ მილერსაც დაუწესა

აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა. აშშ-ს ხაზინას დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა. სასანქციო სიაში მოხვედრილ პირებს შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები, ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი. ასევე სასანქციო სიაში მოხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი. ინტერპრესნიუსი

სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტს 24 წელი მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტს 24 წელი მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ AP წერს. პაკ კინ ხე კორუფციული სკანდალის 18 ეპიზოდშია ბრალდებული. მანამდე სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტის მეგობარს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა ედება. იმედინიუსი

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ლონდონი ცეცხლს ეთამაშება

გაერო-ში რუსეთის ელჩი - ლონდონი ცეცხლს ეთამაშება

– გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ ბრიტანეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების სიცოცხლის ხელყოფაში მოსკოვის დადანაშაულებით ისინი ცეცხლს ეთამაშებიან. – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსეთთან თანამშრომლობაზე და დიდი ბრიტანეთის გამო რუსეთის ურთიერთობები დასავლეთთან გაუარესდა. „რუსეთი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე […]

ტიმოშენკო სტალინს დაემსგავსა

ტიმოშენკო სტალინს დაემსგავსა

უკრაინული პარტია “ბატკავშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო დღეს რადაში უცნაურად ჩაცმული მივიდა. მის ახალ იმიჯს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. გამოცემა ყურადღებას მის ვარცხნილობაზეც ამახვილებს, რომელი ტიმოშენკოს არ შეუცვლია. ის სხდომაზე სამხედრო სტილში გამოჩნდა. “იულიას ფრენჩისკენ გაუწია გულმა, მეტად სიმპტომატურად. კობასაც კი (იგულისხმება სტალინი), კიმთან ერთად (იგულისხმება კიმ ჩენ ინი) სახელოებზე ლამპასები არ ჰქონიათ”. წერს დიმიტრი […]

ხანძარი სტამბოლის საავადმყოფოში – პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

ხანძარი სტამბოლის საავადმყოფოში - პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში მდებარე მრავალსართულიან საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იუწყება. მედიის ინფორმაციით, ხანძარი სახურავზე გაჩნდა და ეტაპობრივად გავრცელდა სხვა სართულებზეც. შენობიდან პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორცილედა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ამის მიუხედავად, ხანძარი მაინც ვრცელდება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. ინტერპრესნიუსი

სროლა თურქეთის უნივერსიტეტში – 4 ადამიანი დაიღუპა

სროლა თურქეთის უნივერსიტეტში - 4 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში მდებარე უნივერსიტეტში სროლა იყო. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი უნივერსიტეტის თანამშრომელმა გახსნა. დაღუპულებს შორის არის დეკანი, ფაკულტეტის მდივანი და ლექტორები. კაცი, რომელიც ისროდა, პოლიციამ უკვე დააკავა.

იულია სკრიპალმა პირველი განცხადება გააკეთა – ”განსაკუთრებული მადლობა სოლსბერის მცხოვრებლებს”

იულია სკრიპალის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა

სულ ცოტა ხნის წინ ლონდონის პოლიციამ გაავრცელა იულია სკრიპალის პირველი განცხადება, რომელიც მან გონზე მოსვლის შემდეგ გააკეთა. – მე მადლობელი ვარ ჩემდამი გამოჩენილი ინტერესისა და გამოჯანმრთელების სურვილი გამო, რომლებსაც ვიღებ, – ნათქვამია განცხადებაში. იულის სკრიპალი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სოლსბერის მცხოვრებლებს. – ჩემი გამოჯანმრთელებისთვის ბევრ ადამიან ვუხდი მადლობას, განსაკუთრებით, სოლსბერის მცხოვრებლებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, როდესაც მე და […]

აზერბაიჯანში ქართველი მძღოლი დაიღუპა – ავარია ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე

აზერბაიჯანში ქართველი მძღოლი დაიღუპა - ავარია ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე

ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე, მან-ისა და „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპული საქართველოს მოქალაქეა. მედიის ინფორმაციით, მისი ცხედარი ადგილზე მისულმა მაშველებმა მანქანიდან ამოიყვანეს. ავარიის შედეგად მან-ის სატვირთო ავტომობილში არსებული 50 ტონა ნავთობი დაიღვარა. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგზაო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პირველი

ბრიტანულმა დაზვერვამ „ნოვიჩოკის“ წარმოების ადგილს მიაკვლია

ბრიტანულმა დაზვერვამ „ნოვიჩოკის“ წარმოების ადგილს მიაკვლია

დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა “საიდუმლო რუსული ლაბორატორიის” კვალს მიაგნეს, სადაც ნერვულ-პარალიტიკური საწამლავი “ნოვიჩოკი” სოლსბერიში იულია და სერგეი სკრიპალების მოწამვლისთვის დაამზადეს. ამის შესახებ გამოცემა The Times-ი დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით წერს. გაზეთი არ ჰყვება, ზუსტად სად მდებარეობს ლაბორატორია. ამასთან ირწმუნება, რომ დიდმა ბრიტანეთმა იცოდა ქიმიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ, მანამ, სანამ სკრიპალს დაესხემებოდნენ თავს. ამავდროულად გამოცემა The Daily Mail-ი ბრიტანულ დაზვერვაზე […]

პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს

პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს

ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. პრინცს თეძოს ოპერაციას ხვალ მეფე ედუარდის სახელობის საავადმყოფოში გაუკეთებენ. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პრინცი რამდენიმე ღონისძიებას ვერ დაესწრო. 96 წლის პრინცი ფილიპი მონარქის ვალდებულებას გასული წლის აგვისტოში ჩამოშორდა. თვის ბოლოს, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდება, მაისში კი პრინც […]