თურქული მედიის ცნობით, ტრაბზონში ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, დაკავებულები მაღალსართულიანი სახლების ბინებში სახურავებიდან თოკების დახმარებით აღწევდნენ და ძვირფასეულობა და ელექტროტექნიკა ფანჯრებიდან გაჰქონდათ. ბრალდებულების სახლიდან სამართალდამცველებმა ნაძარცვი ნივთები, მათ შორის რამდენიმე ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ტექნიკა ამოიღეს. ნიუპოსტი
კატეგორია: მსოფლიო
აშშ-ის „შავ სიაში“ “ვითიბი ბანკიც” მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს „კრემლის ანგარიში“ წარუდგინა. პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სიაში” 210 სახელი, მათ შორის 114 რუსეთის მსხვილი ჩინოვნიკია, 69 კი ოლიგარქია შესული, რომელთა წინააღმდეგად, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. სიაში “ვითიბი ბანკიც” მოხვდა. „კრემლის სიაში“ შესულია ასევე პრემიერ მინისტრი დმიტრი მედვედევი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრი ალეკსანდრ ნოვაკი და ტრანსპორტის […]
ერევანში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაუქმდა
ერევანში მიხეილ სააკაშვილის წიგნის – “ძალის გამოღვიძება”, პრეზენტაცია გაუქმდა.სომხური მედიის თანახმად, სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციამ, სადაც წიგნის პრეზენტაცია უნდა გამართულიყო, ტექნიკური პრობლემები დაასახელა. ღონისძიება 7 თებერვალს უნდა გამართულიყო. – იყო შემთხვევები, როდესაც გამოფენები, ფილმის ჩვენებები და სხვა შემოქმედებითი პროდუქტები კულტურის სამინიტრომ აკრძალა. მსგავსი პრეცედენტების გამო, საზოგადოება, პრეზენტაციის ამ ნიშნით გაუქმებაზეც ფიქრობს. შემდგომი მოვლენები გვანახვებს, ღონისძიება ცენზურის ქვეშ […]
ამერიკაში, ავტოსამრეცხაოსთან, 5 ადამიანი მოკლეს
ამერიკის პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოსთან მომხდარი სროლების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. ტრაგედია ქალაქ მელკროფტში მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, მომხდარის შედეგად, დაჭრილია ერთი ადამიანი. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. ინტერპრესნიუსი
პარიზში წყალდიდობაა – 1.500 ადამიანი ევაკუირებულია
პარიზში მდინარე სენას ადიდების გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 1500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ ევაკუაცია კვლავ განხორციელდეს. წუხელ მდინარე სენას დონემ 5,78 მეტრით აიწია, რაც წინა დღესთან შედარებით, 20 სანტიმეტრით მეტია. ელოდებიან, რომ მდინარის ადიდება პიკს ამაღამ, 5,9 მეტრამდე მიაღწევს. წყლის დონის მატება პარიზსა და სხვა რეგიონებში ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია.
მოსკოვში დააკავეს ნავალნი
მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა. „მე დამაკავეს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოდით ტვერის მოედანზე. თქვენ ჩემთვის კი არა, თქვენთვის და საკუთარი მომავლისთვის გამოდიხართ“, – დაწერა პოლიტიკოსმა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში დღეს ნავალნის ინიციატივით იმართება საპროტესტო აქცია „ამომრჩეველთა გაფიცვა“, რომელიც ამომრჩევლებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში […]
მექსიკაში ფეხბურთის მატჩის ყურებისას 8 ადამიანი ჩაცხრილეს
სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი მექსიკის ჩრდილოეთით მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალაქ მონტერეიში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უცნობები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლის დროს სახლში მყოფები ფეხბურთს უყურებდნენ. თავდასხმაში დაახლოებით 4 ადამიანი მონაწილეობდა, მათ სახეებზე ნიღბები ეკეთათ. პოლიციას ამ დრომდე თავდამსხმელთა ვინაობა არ დაუდგენია.
პანამის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
წყნარ ოკეანეში, პანამის სანაპიროსთან ახლოს, დასახლებულ პუნქტ პედასიდან 43 კილომეტრში, 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ნიუპოსტი
ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მილოშ ზემანმა გაიმარჯვა
ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს. ზემანმა ხმების რაოდენობის 51,61 % მიიღო, ხოლო მისმა კონკურეტნმა ირჟი დრაჰოშმა 48,4 % მიიღო. ხმის დათვლა ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა დრაჰოში ზემანს უკვე ვეღარ დაეწევა. ზემანს ხმა 2,64 მილიონმა ადამიანმა მისცა, ხოლო დრაჰოშს 2,42 მილიონმა. მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა 13-დან 11 ბოჰემიაში. დამარცხდა მხოლოდ პრაღასა და ცენტრალურ ჩეხურ რეგიონში. ჩეხეთის პრეზიდენტი […]
შვედებს ომისთვის ამზადებენ – რას მოიტანს კრიზისი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში?
ევროპელი ანალიტიკოსები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ დღეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ისეთი კრიზისია, რომელიც არ ყოფილა ცივი ომის დამთავრების შემდეგ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებოს სურვილზე არაერთი განცხადება გაუკეთებიათ ტრამპსა და პუტინს, თუმცა სიტუაცია ორ სახელმწიფოს შორის სულ უფრო იძაბება. ამერიკული გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ 2018 წელს რუსეთი შეეცდება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიპყროს […]










