კატეგორია: მსოფლიო

ლონდონის სავაჭრო ცენტრში ადამიანებს მჟავა შეასხეს

ექვსმა ადამიანმა მიიღო დაზიანება ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში, მას შემდეგ რფაც მათ მჟავა შეასხეს. მჟავის შესხმის მიზეზი მამაკაცთა ორ ჯგუფს შორის მომხდარი შელაპარაკება გახდა. სასაწრაფო დახმარების ექიმებმა დაზარალებულებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო სამი მათგანი შემდეგ საავადმყოფოშ გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისათვის საშიში არ არის. პოლიციის ცნობით დაპატიმრებულია 15 წლის ბიჭი, რომელიც მჟავის შესხმაშია ეჭვმიტანილი.

რუსეთში მიწისძვრა მოხდა

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოკრუგში, კერძოდ დაღესტნის რესპუბლიკაში, მაგნიტუდით 3 მიწისძვრა მოხდა. დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისქვეშა ბიძგები აზერბაიჯანის ქალაქ შეკშიც იგრძნობოდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. პირველი

საბერძნეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

საბერძნეთის ქალაქ კომოტინის მაღალმთიან რაიონში, კერძო თვითმფრინავი ST2K ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას Patras Times ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. პირველი

უკრაინამ ზურაბ წერეთელი შავ სიაში შეიყვანა

უკრაინის კულტურის სამინისტრომ განახლებული „შავი სია“გამოაქვეყნა. უშიშროების სამსახურის მიმართვის საფუძველზე ე.წ. “შავ სიას ” 27 ადამიანი დაემატა. უშიშროების სამსახურის თქმით, ეს ადამიანები ეროვნული უსაფთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. კულტურის სამინისტროს “შავ სიაში” მოხვდნენ ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი და სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა, ასევე წარმოშობით ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, […]

აშშ-ში მიწისძვრა მოხდა

ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროსთან 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სინოპტიკოსებმა მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში დააფიქსირეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პირველ მიწისძვრას მალევე მოჰყვა 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრა, რომელიც უკვე სანაპირო ზოლთან დაფიქსირდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. იმედინიუსი

სააკაშვილი ლვოვის სასამართლომ 130 დოლარით დააჯარიმა

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე მოსამართლე იური ბილოუსმა გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე გადაწყვეტილებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. მიხეილ სააკაშვილს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ოდესის ყოფილ გუბერნატორს 3400 გრივნის […]

”ამ აფერისტმა სააკაშვილმა თავი აქ კომფორტულად ვერ უნდა იგრძნოს” – პრანკერმა ვოვანმა ლვოვის მოსამართლეებს დეპუტატ გრანევსკის ხმით დაურეკა

ცნობილმა რუსმა პრანკერმა ვლადიმერ კუზნეცოვმა (Vovan) თავის ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ორი აუდიო ჩანაწერი, რომლებიც ასახავს პრანკერების საუბარს იმ მოსამართლეებთან, რომლებიც 10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეს იხილავს. “ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა ნამდვილად არიან ის მოსამართლეები, რომლებიც მიხეილ საკაშვილისა და მისი მომხრეების საქმეებს განიხილავს, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის ზეგავლენისაგან დამოუკიდებელი, თუ “ზემოდან […]

სტამბულში მოკლეს 2 სირიელი ჟურნალისტი ქალი, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმს აკრიტიკებდნენ

სტამბულში ორი სირიელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და აქტივისტი ჟურნალისტი ქალი მოკლეს. ორუბა ბაქარატისა და მისი შვილის – ჰალას ცხედრები საკუტარ სახლში იპოცეს.ორუბა გამორჩეული იყო თავისი სტატიებით, რომელშიც ბასარ ასადის რეჟიმის აკრიტიკებდა. ჟურნალისტმა ერთერთ სტატია სირიის ციხეებში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებლ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას მიუძღვნა. დედა-შვილი ადრე ლონდონში ცხოვრობდნენ და სტამბულში რამდენიმე თვეა რაც გადმოვიდნენ. […]

სტამბოლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

სტამბოლში ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ხანძარი გაუჩნდა. შედეგად მფრინავი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ Express-ი წერს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ცდილობდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, აეროპორტი დროებით დაიხურა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი ლილიან ბეტანკური 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

95 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი ლილიან ბეტანკური. ფორბსი მის ქონებას 44,7 მილიარდ დოლარად აფასებს. მის ოჯახს ლორეალის აქციების 33,1% ეკუთვნის. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მას მე-14 ადგილი ეკავა. ლილიან ბეტანკური პარიზის გარეუბან ნეიი-სიურ-სენში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების დეტალები ცნობილი არ არის. ლილიან შიულერი 1922 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა პარიზში. დედამისი გარდაიცვალა, როდესაც […]