კატეგორია: მსოფლიო

“გადამიხადეთ მილიონები, თორემ მთელ გერმანიას მოვწამლავ” – გერმანიის პოლიციამ ბავშვთა საკვებში სასიკვდილო ნივთიერება აღმოაჩინა და 50 წლის უცნობ მამაკაცს ეძებს

გერმანიაში უცნობი მამაკაცი მილიონობით ევროს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიასა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში სუპერმარკეტებში განთავსებული საკვების მოწამვლით იმუქრება, – ამის შესახებ „როიტერს“ გერმანიის პოლიციაში განუცხადეს. მათივე ცნობით, ამ დრომდე მოწამვლის არც ერთი ფაქტის შესახებ არ არის ცნობილი. პოლიციაში აღნიშნეს, რომ დამნაშავემ მუქარა ელექტრონული ფოსტით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, გერმანიის სამხრეთით ზოგიერთ […]

რუსეთის ბალისტიკურმა რაკეტამ აზერბაიჯანს და სომხეთს გადაუფრინა – ვიდეო

რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა “ტოპოლ-მ” გამოსცადა. რაკეტა ასტრახანის პოლიგონ “კაპუსტინ იარიდან” გაუშვეს და მიზანს ყაზახეთის პოლიგონზე “სარი-შაგანში” დაარტყა. რაკეტის გაშვებისთანავე რუსეთის სამხრეთ რეგიონში მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება. რაკეტის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობასაც. რუსეთმა რაკეტა 26 სექტემბრის საღამოს გამოსცადა. პირველი

თვითმფრინავის პილოტი რეისის დროს ჰაერში გარდაიცვალა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways პილოტი აბუ-დაბი-ამსტერდამის ავიარეისის შესრულების დროს თვითმფრინავის ბორტზე გარდაიცვალა. შემთხვევის გამო, თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა და საგანგებო დაშვება ქუვეითში განახორციელა. პილოტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პირველი

ქაბულში პენტაგონის შეფის, ჯეიმს მატისის, მოკვლა სცადეს

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ აიღო. ტელეკომპანია Tolo News–ის ცნობით ,ტერორისტებს პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის მოკვლა სურდათ. ქაბულში დღეს პენტაგონის შეფი ჯეიმს მეტისი და ნატოს გენმდივანი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკების მიზნით ჩავიდნენ. მათი ჩასვლის შემდეგ აეროპორტზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-30 რაკეტა ჩამოვარდა. ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა, განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. […]

მასშტაბური აფეთქება კიევთან – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ქალაქ კალინოვკას მახლობლად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობი იწვის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამე გაჩნდა და აფეთქების ხმები ამ დრომდე ისმის. ადგილზე მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე. რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქის გარშემო 50 კილომეტრის რადიუსზე დახურულია საჰაერო სივრცე. ადგილზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი ჩავიდა. სხვადასხვა ცნობებით, კალინოვკაში, სამხედრო საწყობში 138 […]

ესპანეთში 2 ქართველი დააკავეს ნარკოვაჭრობისთვის

ესპანეთის პოლიციამ დააკავა ექვსი პირი, რომელთაც ინტერნეტით ნარკოტიკებითა და წამლებით უკანონო ვაჭრობაში ედებათ ბრალი. მათ შორის, ორი ქართველია. სპეცოპერაციის ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას ინტერპოლი უწევდა, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და მედიკამენტები. მათ შორის იყო კოკაინი და ჰეროინი, ასევე, ერექციის ფუნქციის დარღვევის სამკურნალო და გასახდომი პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და ოპიოიდები. სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ბარსელონაში, მადრიდში, კასერესში და ლა […]

ქურთისტანის დამოუკიდებლობას 95%-მა მისცა ხმა – პირველადი მონაცემები

ქურთული წყაროების ცნობით, ერაყის ქურთისტანის მიერ ჩატარებული დამიუკიდებლობის რეფერენდუმი დასრულდა. ქურთისტანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ქურთისტანის მოსახლეობის 76.6 %-მა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენთა მხოლოდ 5%. წინასწარი მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 95%-მა ქურთისტანის დამოუკიდებლობას მისცა ხმა.  5%-მა კი – წინააღმდეგ. თაიმერი

რუსეთში კანიბალი ცოლ-ქმარი დააკავეს, რომელთაც 30 ადამიანის მოკვლა და შეჭმა ბრალდება

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში კანიბალების ოჯახი დააკავეს. სამართალდამცავებმა მობილური ტელეფონი იპოვეს, რომელშიც მოკლულთა ფოტოები იყო. რამდენიმე ფოტოზე, თავად ცოლ-ქმარი აღმოჩნდა მსხვერპლთან ერთად. სწორედ, ამის შემდეგ მოხდა მათი დაკავება. რუსული მედიის ცნობით, როგორც თავად დაკავებულები ამბობენ, მათ 30 ადამიანი მოკლეს და შეჭამეს. მედიის ცნობითვე, როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი 1999 წლიდან იტაცებდა, კლავდა და ჭამდა ადამიანებს. რუსულ მედიაში ცოლ-ქმრის […]

გერმანიის არჩევნებში მერკელის პარტია ლიდერობს, მეორე ადგილზეა შულცი

გერმანიაში გუშინ ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის ვრცელდება ეგზითპოლების წინასწარი შედეგები. ამ მონაცემების მიხედვით, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატების ბლოკმა“ ხმათა 32,5% მიიღო. კანცლერობის კანდიდატ მარტინ შულცის სოციალ-დემოკრატები მეორე ადგილზე არიან და ამომრჩეველთა ხმების 20% დააგროვეს.

გერმანიის დიდ ქალაქებში პოლიცია და სამხედროები პატრულირებენ

გერმანიაში მიმდინარე ბუნდესტაგის არჩევნების გამო, ქვეყნის დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ქუჩებში პოლიციასთან ერთად სამხედროები პატრულირებენ. დედაქალაქ ბერლინში 1500-ზე მეტი სამართალდამცველია მობილიზებული, რომლებიც არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ. არჩევნების პარალელურად ბერლინში ყოველწლიური მარათონი იმართება, რომელშიც ათასობით მსურველი მონაწილეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მარათონის გამო ამომრჩევლებს 30-მდე საარჩევნო უბანზე მისვლა გაუჭირდებათ. გერმანიაში უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, […]