კატეგორია: მსოფლიო

სტამბოლის სასამართლოში ორმა ჯგუფმა ერთმანეთი დაცხრილა

სტამბოლში, ჩანგლაინის რაიონის სასამართლოს შენობაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. Hurriyetdailynews-ის ცნობით, ორმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცეცხლი ერთმანეთს გაუხსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. გამოცემის თანახმად, სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 20 ადამიანი დააკავეს. არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნული ჯგუფები ერთმანეთთან ადრეც იყვნენ დაპირისპირებულები.

წყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროებთან, 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროებთან 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 196 კილომეტრის სიღრმეში იყო. ცუნამის საშიშროების და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. ამ თვეში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის […]

უკრაინის გენპროკურორი ლუცენკო – ”სააკაშვილს მხოლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს… მისი საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება”

პარტია “ახალ ძალთა ერთობის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადაკვეთისთვის მხოლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. – სააკაშვილს გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროტოკოლი, მან უნდა გადაიხადოს ჯარიმა და მიიღოს ბინადრობის უფლება. აღვნიშნავ, რომ სააკაშვილს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. – განაცხადა ლუცენკომ. ამასთანავე ლუცენკომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სააკაშვილის […]

მექსიკის შემდეგ ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაშიც მოხდა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრიდან რამდენიმე საათში ძლიერი მიწისძვრა, მაგნიტუდით 6,1, ახალ ზელანდიაშიც მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ცუნამის საშიშროება არ არის. დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 19 სექტემბერს მექსიკაში მაგნიტუდით 7.1 მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 226 ადამიანი დაიღუპა. პირველი

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალი სერდიუკოვი ავარიაში დაშავდა – ვიდეო

სოციალურ ქსელებში ავტოავარიის ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელშიც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მურმანსკის ოლქში მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სედანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სამხედრო კოლონის მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელშიც გენერალი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გენერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, […]

მექსიკაში სკოლის დანგრევას 21 მოსწავლე ემსხვერპლა

მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 224-მდე გაიზარდა. როგორც „ტელეგრაფი“ იტყობინება, გარდაცვლილთა შორის 21 სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სკოლის შენობის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყვნენ. დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ მაშველები. 7.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგებს, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი მეხიკოს მახლობლად მდებარე, შტატ პუებლაში იყო. ნიუპოსტი

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა – ვიდეო

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ სახვაძემ განუცხადა. მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა, ხოლო სიღრმემ 60 კილომეტრი შეადგინა. მეხიკოს სამოქალაქო საქმეთა მინისტრ ფაუსტო ლუგოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად შენობები დაინგრა, რომელთა ნანგრევებში […]

მეხიკოში ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 42 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, თუმცა მაშველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება. ქალაქში 20-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  მექსიკის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით მიწისძვრის სიმძლავრე 7.1-ბალი იყო. ბიძგები იგრძნობოდა აკაპულკოში, გვადალახარაში, კოლიმასა და ჩიპანსინგოში.  1928 წელს ამავე დღეს მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ათასზე მეტი ადამიანის […]

სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა

მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩავა. პარტია “ახალ ძალთა მოძრაობაში” აცხადებენ, რომ სააკაშვილი და მისი ადვოკატები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ბრიფინგს გამართავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გასაჩივრებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალ ინფორმაციას მიაწვდიან. ბრიფინგი ადგილობრივი დროით 12 საათზე გაიმართება. ნიუპოსტი

ლვოვში სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

ლვოვის ოლქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ მესაზღვრეებისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, მათ მტკიცებულებების წარსადგენად დრო პარასკევამდე მიეცათ. სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე – საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, დაიწყო.