ჟურნალ ფოკუსის ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ძაღლი უწოდა. – გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს რუსეტის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ძაღლის ეშინია, თუმცა ამავდროულად მას ძაღლი პუტინის არ ეშინია, – ჟურნალისტის ეს ფრაზა გერმანიასი რუსეთის საელჩოს აღშფოთებისა და ბოდიში მოხდის მიზეზი გახდა. გერმანიაში რუსეთის საელჩოში უგემოვნობა და სისულელე უწოდეს. – ჟურნალ ფოკუსს ეს პროვოკაციად ეჩვენება, ასეა ეს? -არა. უგემოვნობა […]
კატეგორია: მსოფლიო
უკრაინის მთავრობა: “სააკაშვილის დაჭერის საფუძველი არ გვაქვს”
უკრაინის შს სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება, თუმცა მისი დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის. ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი გადასცა, თუმცა მის დასაკავებლად საკმარისი საფუძველი არ ჰქონდათ. დღეს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული […]
ერაყში, ISIS-ის წევრობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ბაღდადის სისხლის სამართლის ცენტრალურმა სასამართლომ, რუსეთის მოქალაქეს, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. როგორც რუსული მედია იტყობინება, სასამართლოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქე, მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დროს დააკავეს. განცხადების თანახმად, რუსეთის მოქალაქე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ფორმირების, „ალ-ზარქაუის“ ბრიგადის წევრია. სასამართლოს ცნობით, დალავებულმა აღიარა მთელ რიგ დანაშაულებებში მონაწილეობა. კერძოდ, […]
ქარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა, ევაკუირებულია 6 მილიონზე მეტი მოქალაქე
ქარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდა, კერძოდ, მაიამი დააზარალა. მოსახლეობა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის შტორმი ჯორჯიაში მიემართება. აშშ-ის ცენტრალური ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილობრივ საგანგებო სამსახურს კიდევ 20 შტატის მაშველთა ჯგუფები ეხმარებიან.
სააკაშვილი დღეს იტყვის, როდის წავა კიევში
ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ სავარაუდოდ დღეს განაცხადებს. დღესვე გახდება ცნობილი, როდის გეგმავს საქარველოს მესამე პრეზიდენტი კიევში გამგზავრებას, ამ დრომდე ის ოჯახთან ერთად ლვოვში რჩება.ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტუმროსთან სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამართალდამცავები არიან მობილიზებული. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. […]
ლვოვში სააკაშვილის სასტუმროსთან მესაზღვრეები და პოლიციელები არიან მობილიზებულნი
ლვოვში, სასტუმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მესაზღვრეები და პოლიციელები არიან მობილიზებულნი, ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დღეს დილიდან დაწყებულ დაპატიმრებებზე საუბრობს უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი დავით საყვარელიძეც. მისი თქმით დაპატიმრებულია მათი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო ჩერკასიდან, რომელიც სააკაშვილის საზღვარზე გადმოყვანაში მონაწილეობდა. საყვარელიძე უკრაინის ხელისუფლებას ოპონენტების დევნნის და რეპრესიების შეწყვეტისკენ […]
რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს უკრაინაში 15 დღით პატიმრობა ემუქრება
შეგინის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან, როგორც ცნობილია, მათ პირად ნივთებსა და დოკუმენტებს არ უბრუნებენ. გუშინ განვითარებულ მოვლენებზე მათგან ახსნა-განმარტების დაწერას ითხოვენ. მუხლი, რომლის მიხედვითაც მათ ბრალი წარედგინათ, ითვალისწინებს ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტები დუმილის უფლებას იყენებენ. მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ […]
ავაკოვმა სააკაშვილი პოლიციაში გამოიძახა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც 10 სექტემბერს „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, საბაჟო კონტროლის გასავლელად გამოცხადდეს. – ყველა, ვინც გუშინ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან უნდა გამოცხადდეს, რათა საბაჟო კონტროლის გაფორმების პროცედურა გაიარონ. გარკვეული რაოდენობის ხალხმა ეს უკვე გააკეთა, მათ შორის ჟურნალისტებმა და უცხოელებმა, რომლებიც მიხვდნენ, როგორ ვითარებაში აღმოჩნდნენ, – […]
“მატილდას” რეჟისორის ადვოკატს მანქანა დაუწვეს
მოსკოვში სკანდალურად გახმაურებული ფილმის, “მატილდას” რეჟსორის, ალექსეი უჩიწელის ადვოკატის, კონსტანტინე დობრიმინის ავტომაქანა დაწვეს. ადვოკატმა დამწვარი ავტომანქანის ფოტო და ნაპოვნი წარწერა-” მატილდასათვის”, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. დობრიმინი მანქანის დაწვაში რუსეთის დუმის დეპუტატის, ნატალია პოკლონსკაიას მომხრეებს ადანაშაულებს. პოკლონსკაია ფილმის ფართო ეკრანებზე გამოსვილს აკრძალვას მოითხოვს. – სანამ პოკლონსკაია ყვლას უყვება მეფის ნათესავების რაღაც სარჩელებზე და ცდილობს ფილმის აკრძალვას, […]










