პაკისტანის ქალაქ კარაჩიში შეყვარებული არასრულწლოვნები, რომლებიც გაქცევას და დაქორწინებას აპირებდნენ, მშობლებმა და ახლობლებმა მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულში ორივე ოჯახის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის მოკლულთა მამები და ბიძები. თავდაპირველად 15 წლის ბაკჰთ ჯანი მოკლეს, მეორე დღეს კი მისი მეგობარი ბიჭი, 17 წლის რეჰმანი. გავრცელებული ინფორმაციით, შეყვარებულთა მშობლები მათ დაქორწიენაბაზე თანახმანი იყვნენ, თუმცა შემდეგ საქმეში უხუცესთა […]
კატეგორია: მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ხერსონში ჩავიდა – მან დაკავებული კაპელანი უნდა მოინახულოს
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ქალაქ ხერსონში იმყოფება. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ პარტია „ახალი ძალების“ პრესსამსახურში განუცხადეს. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფარგლებში ტურნე წამოიწყო. – მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ხერსონშია. ის აპირებს მოინახულოს კაპელანი, რომელიც საზღვრის გარღვევისთვის დააკავეს, – განაცხადეს პრესსამსახურში. პარტიაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 19 სექტემბერს სააკაშვილი კიევში […]
კიევის სასამართლომ დავით სააკაშვილის ექსტრადირება შეაჩერა
კიევის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც უკრაინიდან მის ექსტრადირებას ეხება. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ პარტიაზე “რუხ ნოვიხ სილ“ დაყრდნობით იტყობინება. საქმის განხილვა 19 სექტემბერს არის ჩანიშნული. „უკრაინის მიგრაციული სამსახურის მთავარი სამმართველოსგან მოვითხოვთ იმ საბუთების წარდგენას ითხოვს, რომლებზე დაყრდნობითაც დავით სააკაშვილის იძულებით დაბრუნების გადაწყვეტილება იქნა მიღებული” – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. […]
ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა
ცოტა ხნის წინ ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა. ლონდონის პოლიციის ცნობით, მეტროში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ტერორისტული აქტი იყო. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ამ წუთებში ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. მეტროსადგურ Parsons Green-ში მატარებლის ვაგონში აფეთქება დღეს მოხდა. ვაგონში, პლასტმასის სათლში აფეთქდა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ნიუპოსტი
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ”როიტერსი” იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, რაკეტა კვლავ ფხენიანიდან გაუშვეს, რომელმაც იაპონიის კუნძულ ხოკაიდოს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. რამდენიმე საათში ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში წვრთნები სამხრეთ კორეამაც ჩაატარა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საგანგებო სხდომის […]
”უკრაინაში, ჩერნივცის მახლობლად პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა, თუმცა ჯარიმა არ გამოუწერეს”
უკრაინის ქალაქ ჩერნივცის მახლობლად პოლიციამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. ამის შესახებ ტელეარხი ТСН იუწყება. მათივე ინფორმაციით, სააკაშვილის ”ჯიპი” ორი ავტომობილის თანხლებით ქალაქგარეთ მდებარე კომპლექსიდან გამოვიდა და ჩერნივცის მიმართულებით წავიდა. მაგისტრალზე ავტომობილები 150 კილომეტრი საათში სიჩქარით მიდიოდნენ. პოლიციის პატრულმა კორტეჟი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და გასწრების წესების დარღვევის გამო გააჩერა, თუმცა […]
რუსეთში საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი ჩამომხრჩვალი იპოვეს
რუსული საინფორმაციო სააგენტო Интерфакс -ის რედაქტორი იური ნიკიფოროვი, მარშალ კრილოვის ქუჩაძე მდებარე სახლის სადარბაზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის მისმა მეუღლემ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. 33 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნიკიფოროვის მეგობრები სუიციდს კატეგორიულად გამორიცხავენ. Интерфакс – ის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსეი გორშკოვის თქმით, ნიკიფოროვი მოსკოვის ახალ ამბებს, კონკრეტულად, სოციალურ და ეკონომიკურ თემებს აშუქებდა… მისივე […]
თვითმფრინავი ქარიშხალმა გაიტაცა – ვიდეო
სამხრეთ კაროლინის აეროდრომზე დაშვების მცდელობისას სამგზავრო თვითმფრინავი ქარიშხალ „ირმას“ ძლიერმა გვერდითმა ქარმა გაიტაცა. თვითმფრინავმა მანამდე უშედეგოდ სცადა დაჯდომა პენსილვანიის აეროპორტში, – წერს Daily Mail. ვიდეოკადრები, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ მიაქვს ქარს თვითმფრინავი, ტელეარხ ABC 15-ის თანამშრომელმა ედ პიოტროვსკიმ გადაიღო. კომენტატორები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ პილოტის ოსტატობით და იმით, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. https://youtu.be/B3IsW4tO9pE
უკრაინაში ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის ქონება დააყადაღეს
კიევის სასამართლომ უკრაინელი ბიზნესმენის იგორ კოლომოისკის ქონება დააყადაღა. ინფორმაციას newsru ავრცელებს. დაყადაღებულია ტელეკომპანიის „1+1“ შენობა, რომელიც კიევში მდებარეობს, ასევე ხორბლის ტერმინალი ოდესის ოლქში, “ბიოლის” ქარხანა დნეპროპეტროვსკში და Boeing-ის თვითმფრინავი. სტატიის მიხედვით, ქონების დაყადაღება „პრივატბანკიდან“ თანხის მიტაცების საქმის გამოძიების ფარგლებში მოხდა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, 2014 წელს, „პრივატბანკის“ ოფიციალურმა პირებმა, უკრაინის ეროვნული ბანკიდან 19 მილიარდი გრივნა მიითვისეს. უკრაინის უსმხვილესი კერძო ბანკის „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია […]
თინათინ ბოკუჩავა – “სააკაშვილის მიზანი უკრაინის ხელისუფლების შეცვლაა”
– მიხეილ სააკაშვილის გეგმა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაა, რომელიც კორუფციას დაამარცხებს და უკრაინას ევროპისკენ წაიყვანს, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა. მისივე თქმით, სააკაშვილის ქმედებები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა-საქართველოს ბედი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. - მიხეილ სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ ის მთელი უკრაინის შემოვლას აპირებს, რათა ხალხს საკუთარი გეგმების შესახებ ესაუბროს, რაც მდგომარეობს იმაში, […]










