კატეგორია: მსოფლიო

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია

მექსიკაში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის შსს იუწყება. – მათგან 71 ადამიანი ოახაკას შტატიდანაა, 15 – ჩიაპასადან, 4 – ტაბასკოდან, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 65 იყო. მექსიკის სანაპიროებთან 8,2 ნაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.

უკრაინის გენპროკურორი ლუცენკო სააკაშვილს დაჭერით დაემუქრა

– „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთის ორგანიზატორები, ასევე ისინი, ვინც ხელს უწყობდა და ხელმძღვანელობდა ასეთ ქმედებებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. – კანონი ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმათ მიცემას, ვინ მოაწყო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ვინც ხელმძღვანელობდა ან ხელს უწყობდა ასეთ ქმედებებს. ეს გაკეთდება. ასევე შეფასება მიეცემა სახელისუფლებო […]

სააკაშვილი ლვოვში ჩავიდა

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ლვოვშია. სააკაშვილთან ერთად იმყოფებიან მისი მხარდამჭერები, ასევე იულია ტიმოშონეკო და რადას რამდენიმე დეპუტატი. ისინი ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან. მხარდამჭერები უკრაინულ ენაზე სკანდირებენ და მის მიმართ ოვაციას გამოხატავენ. სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირების ლვოვში ყოფნისა და ქალაქის ქუჩებში გადაადგილების ამსახველი მასალა პირდაპირი ეთერის სახით, სოციალური ქსელით გადაიცემა. იმედინიუსი

სააკაშვილი – ”დღეს ლვოვში შევიკრიბებით და მერე კიევისკენ დავიძრებით”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ლვოვში მიემგზავრება. – დღეს ლვოვში შევიკრიბებით და ალბათ, გადავწყვეტთ კიევისკენ წასვლას, – განაცხადა მან Newsone-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკვე ავტობუსშია და ლვოვისკენ მიემგზავრება. არსებული ინფორმაციით, ლვოვში ის მხარდამჭერებს შეხვდება. როგორც ცნობილია, სააკაშვილმა რამდენიმე ასეულ მხარდამჭერთან ერთად უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, „შეგინის“ […]

სააკაშვილმა კორდონი გაარღვია და უკრაინაში შევიდა

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, შეგინის კორდონი გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა. ,,მიშა! მიშა!”-ს ძახილით მას მომხრეები მიყვნენ. ნიუპოსტი

შეგინის სასაზღვრო პუნქტის განაღმვას 3-4 საათი დასჭირდება

შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილსა და მის თანმხლებ პირებს განუცხადა, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შესაძლოა 3-4 საათში გაიხსნას. – გაცნობებთ, რომ მუშაობას შეუდგნენ სპეციალისტები, რომელიც სწავლობენ სიტუაციას, მას შემდეგ რაც ისინი დაასრულებენ საქმიანობას, საზღვარი განიბლოკება და ყველა პირი, რომელსაც აქვს კანონიერი უფლება, საზღვარი გადაკვეთოს, ამას შესაბამისი პროცედურების გავლით მოახერხებს, – განაცხადა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელმა. […]

”საზღვარი დანაღმულია!” – სააკაშვილს უკრაინაში არ უშვებენ

„შეგინის“ გამშვებ პუნქტზე პოლონელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკრაინის მხარეს გაატარეს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება. სამაგიეროდ, უკრაინელები სააკაშვილს, იულია ტიმოშენკოსა და მათ თანმხლებ უკრაინელ დეპუტატებს საზღვარზე არ უშვებენ. სასაზღვრო პუნქტთან მათ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვარი დანაღმულია და უსაფრთხოების გამო საზღვარზე ვერც ავტომობილით და ვერც ფეხით ვერავის გაატარებენ. ამ განცხადებას და სააკაშვილი და მისი […]

მეამბოხე როჰინჯებმა დროებით ცეცხლი შეწყვიტეს

მეამბოხე როჰინჯებმა, რომლებიც მიანმარის სახელისუფლებო ძალების წინააღმდეგ იბრძვიან, ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. ზავი 1 თვე გაგრძელდება, რათა რაქჰაინის შტატში ჰუმანიტარული კრიზისი შეწყდეს. ამის შესახებ BBC-ი წერს. “როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” (ARSA) განცხადებით, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან შევა ძალაში და მიანმარის არმიასაც იმავეს მოუწოდებს. მიანმარში სიტუაცია ხელახლა გამწვავდა 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ. ამ დღეს “როჰინჯა არაკანას […]

სააკაშვილი უკრაინის საზღვარზე მივიდა – შეგინის გამშვებ პუნქტზე მისმა ავტობუსმა შლაგბაუმი გაიარა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის ნაცვლად „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. ავტობუსმა, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინელი პარლამენტარები სხედან, შლაგბაუმი გაიარა და პოლონეთის საბაჟოზე საკონტროლო შემოწმებას გადის. მას შემდეგ, რაც პოლონური მხარე პროცედურებს დაამთავრებს, ავტობუსი უკვე უკრაინულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში შევა. აქამდე როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის […]

სააკაშვილი ავტობუსში გადაჯდება და საზღვარს შეგინთან გადაკვეთს

მიხეილ სააკაშვილმა პირველ გეგმას დაუბრუნდა. მას შემდეგ, რაც ის მხარდამჭერებთან და უკრაინელ დეპუტატებთან ერთად იძულებული გახდა, მგზავრების გამო, მატარებელი დაეტოვებინა, მან მიიღო გადაწყვეტილება კვლავ ავტობუსით გამგზავრებულიყო. – ჩვენ გთავაზობთ ყველას, ავტობუსებით წავიდეთ “კრაკოვეცისკენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარის და პოლონეთის ოფიციალური უწყებების ჩარევის მიუხედავად, უკრაინის მიმართულებით მატარებელს დაძვრის საშუალება არ მისცეს. დისპეტჩერი აცხადებდა, […]